28/04/211 391 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ლოგიკა გვკარნახობს, რომ კუჭავას წინააღმდეგი ჩვენი ყოფილი 6 თანაგუნდელი იყო - პაპუაშვილი

"გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარედ, კახა კუჭავას არჩევას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 6. ოპოზიციიდან მას მხარდაჭერა გამოუცხადეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. კენჭისყრა ფარული იყო და საჯარო არ არის, ვინ იყო ის 6 წინააღმდეგი, თუმცა დარბაზში მყოფთა სია და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს 6, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია.
სამწუხაროა, რომ მათ პირველივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ორი მძიმე შეცდომა დაუშვეს:
ადამიანური - სულ რაღაც 14 დღის წინ, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ და კახასაც ძალიან კარგად იცნობენ. ორი ოპოზიციური პარტიისგან კახა კუჭავას მხარდაჭერის ფონზე, მძიმეა იმის ნახვა, რომ, სულ რაღაც, ორი კვირის წინ, ფიზიკურადაც და ადამიანურადაც, შენს გვერდში მყოფები, უბრალოდ ხმის მიცემისგან კი არ იკავებენ თავს, არამედ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან.
პოლიტიკური - ჩვენ გუშინ არ ვამტკიცებდით მთავრობას, რომ ოპოზიციას ამ პროცესისგან ლოგიკურად თავი შეეკავებინა. ჩვენ ვირჩევდით პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი ყველას თავმჯდომარეს. აქ პარტიულობა კრიტერიუმი არ არის. "მოქალაქეებმა' და "ევროპელმა სოციალისტებმა" კახას მხარი დაუჭირეს, ახლად შემოსულმა ოპოზიციამ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში და მაინცდამაინც ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დემონსტრაციული უარით გამოიჩინეს თავი.
სხვათა შორის, შარლ მიშელის დოკუმენტს მათაც მოაწერეს ხელი. იმ პუნქტსაც, რომელიც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებას გულისხმობს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი? თუ მოითხოვენ კომიტეტის თავმჯდომარეობას ან სხვა საპარლამენტო თანამდებობას, მათივე პოლიტიკური და ადამიანური საზომით, ჩვენც არ უნდა დავუჭიროთ მხარი?! გუშინდლის მერე, დავფიქრდები 
ცუდია, და საქართველოში კი, ალბათ საბედისწეროც, როცა პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ასე ღრმად მცდარია". -  წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY