05/03/201 954 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგა ბოკერია - ჩვენ მომხრე ვართ საარჩევნო ბარიერის დაწევის, თუ ივანიშვილი სხვა საკითხებზე გონს მოეგება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 1%-იანი ბარიერი, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახსენა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების საკვანძო საკითხი არ არის. როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია ბარიერის დაწევას მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი „გონს მოეგება“.
„ჩვენ მომხრე ვართ ბარიერის დაწევის, თუმცა ეს არაა ის საკითხი, რომლის გარშემოც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ეს არ არის ის საკითხი, რის გამოც იყო საზოგადოება ქუჩაში გამოსული და დღეს რასაც აპროტესტებს. ასევე, ეს არ იყო ის საკითხი, რასაც დაპირდა ივანიშვილი საზოგადოებას „გავრილოვის ღამეს“ დაღვრილი სისხლის შემდეგ, რაშიც გადააგდო და დღესაც უტიფრად გვეუბნება, ფეხებზე მკიდიხართო, ანუ საკვანძო საკითხი ეს არ იყო. თუმცა ჩვენ მომხრე ვართ ბარიერის დაწევის და სხვა საკითხებზე გონს თუ მოეგება ივანიშვილი - პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და რეპრესიების შეწყვეტაზე და არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, ამასთან ერთად მაგასაც მხარს დავუჭერთ“,- განაცხადა ბოკერიამ. რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელელებას, ბოკერია ამბობს, რომ მრგვალი მაგიდიდან ხელისუფლება წავიდა და არა ოპოზიცია.
„110/40-ზე სისტემას მხარს ისევ არ ვუჭერთ. მრგვალ მაგიდასთან დაბრუნებას ჩვენ კი არა, ხელისუფლება არ აპირებს. მათ მიატოვეს მოლაპარაკებები, როდესაც თქვეს, რომ არ მოდიან არსებითად პროპორციულ სისტემაზე და ფეხებზე კიდიათ საზოგადოების დაპირება, როდესაც პოლიტიკური პატიმრების გამოშვების ნაცვლად, კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი დააკავეს, ისინი უნდა დაბრუნდენ მაგიდასთან და არა ჩვენ“,- განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა საუკეთესო გამოსავალია და 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები პარლამენტში იყვნენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA