24/04/2126 802 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

ბაიდენმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად აღიარა გენოციდად სომეხთა ხოცვა-ჟლეტა პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში. ბაიდენის ეს განცხადება გავრცელდა 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს.
საპრეზიდენტო კანდიდატობის რანგში ბაიდენი აცხადებდა, რომ გადადგამდა ამ, დიდწილად სიმბოლურ ნაბიჯს.
სომხები ათწლეულების განმავლობაში ითხოვენ ამ ცნების, გენოციდის გამოყენებას მაშინდელი მასობრივი მკვლელობების და დეპორტაციების აღსაწერად, მაგრამ ამ სიტყვას გადაჭრით უარყოფს თურქეთი.
თეთრმა სახლმა 23 აპრილს გამოაცხადა, რომ ბაიდენი ელაპარაკა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. სააგენტო როიტერსი ავრცელებს წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ ბაიდენმა ერდოანს შეატყობინა 24 აპრილს გენოციდის აღიარების გეგმის შესახებ.
პირველი მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდგომ პერიოდში, ოსმალეთის იმპერიაში თურქებმა დახოცეს ან დეპორტაციას დაუქვემდებარეს 1,5 მილიონი სომეხი - ქრისტიანი უმცირესობა ძირითადად მუსლიმურ იმპერიაში. ბევრი ისტორიკოსი და რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, ამ მკვლელობებს გენოციდად მიიჩნევენ. ანკარა აცხადებს, რომ მკვლელობები სამოქალაქო დაპირისპირების შედეგი იყო და არ წარმოადგენდა ოსმალეთის მთავრობის გეგმას სომეხთა გასანადგურებლად.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY