24/04/211 060 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

მელია: თუ ოცნება გაჯიუტდა, ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა ამნისტიის კენჭისყრაში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მთავართან სატელეფონი ინტერვიუში ამბობს, რომ "20 ივნისის გადაფურცვლა არავის გამოუვა" და ოპოზიციის იმ წევრებს, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, მოუწოდებს, თუ ქართული ოცნება "გაჯიუტდება" და ამნისტიის კანონპროექტში დამნაშავეებს ჩაწერს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღონ.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება პრინციპების დონეზეც კი პირველივე დღესვე ჩაწერს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს მოძალადეებზეც, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს, პირველ რიგში, ხელმომწერებს. ხელმომწერებმა რაც არ უნდა მოინდომონ გაკეთება, რომ მოძალადეები იქ არ იყვნენ ჩაწერილი, ამას ამას ქართული ოცნება მაინც გააკეთებს და აპელირებას მოახდენს უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე. აგერ ლაპარაკობს ბატონი კობახიძე, თალაკვაძე, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც საქმე არის აღძრული და ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც პოტენციურად შეიძლება, საქმე აღიძრას.  
20 ივნისის გადაფურცვლა არავის არ გამოუვა. მე მგონია, რომ ქართული ოპოზიცია, ის ნაწილი, რომელიც ამ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩემ მეგობრებს, კოლეგებს, რომლებმაც ხელი მოწერეს ამ დოკუმენტს, მე მათ არ განვიკითხავ, გამორიცხულია და არც ვაკრიტიკებ, ნურავინ მიიღებს ამას კრიტიკად. თუ ისინი დარწმუნდებიან, რომ მცდელობა არის უშედეგო და ქართული ოცნება მაინც გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში მე მათ მივმართავ, არ მიიღონ მონაწილეობა ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში". - ამბობს ნიკა მელია მთავართან. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread