24/04/211 251 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სამადაშვილი - "ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი - დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც"

"ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი - დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც", - ასე ეხმაურება სალომე სამადაშვილი არჩილ თალაკვაძის პარლამეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომას.
როგორც სამადაშვილი წერს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია სწრაფად გაერთიანდეს.
 "ქართული ოცნება" აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს. შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება. ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი-დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ახლა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას", - წერს სამადაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread