23/04/211 996 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ბალტიის ქვეყნები პრაღის სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს აძევებენ

პრაღის სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს და რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ბალტიის ქვეყნებიც აძევებენ.
"ლიტვა ყოველთვის თავის მოკავშირეებთან ერთად დგას! ჩეხეთის რესპუბლიკის სოლიდარობის ნიშნად, რუსეთის დივერსიული ქმედებების გამო, ლიტვამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოკავშირის ტერიტორიაზე მავნე ქმედებებს არ მოვითმენთ". - NATO-ში ლიტვის დელეგაციის გვერდი წერს.
ამასთან ერთად, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიუელიუს ლანდსბერგისმა, განაცხადა:
"ჩემმა ლატვიელმა და ესტონელმა კოლეგებმაც გააძევეს საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომლებიც ჯაშუშობაში იყო ჩართული".
ლიტვა ორ რუს დიპლომატს აძევებს. მათი ვინაობა ლანდსბერგისს არ დაუსახელებია. ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ "ორივეს დიპლომატიური თანამდებობა ჰქონდათ" და ჯაშუშობაში იყვნენ ჩართულნი.
"დღეს, 23 აპრილს, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიტვაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა, მას გადასცეს განცხადება, რის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის საელჩოს ორი თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოცხადდნენ მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუსაბამო ქმედებების გამო, მათ ლიტვა 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ". - თქვა მინისტრმა. 
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს Twitter-ის გვერდზე ვკითხულობთ, რომ "ვრებეტიცში 2014 წელს მომხდარი აფეთქების გამო  ჩეხეთის რესპუბლიკის სოლიდარობის ნიშნად დღეს ესტონეთმა გააძევა რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთის ასეთი ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართალს, ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილუობას. ეს მიუღებელია". 
ლატვიის ნაბიჯს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარას რინკევიჩისიც, ადასტურებს:
"ჩვენი ჩეხი მოკავშირეების სოლიდარობის ნიშნად, ვენის კონვენციის დარღვევის გამო, ლატვიამ გადაწყვიტა რუსი დიპლომატის გაძევება. ლატვია არ აიტანს მის, მისი მოკავშირეების და პარტნიორების მიწაზე დივერსიულ ქმედებებს".

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA