21/04/212 303 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს, მეორეს, იმის მიხედვით, რაც ეტყვის სააკაშვილი

ბარამიძე ერთ დღეს ერთს ამბობს და მეორე დღეს - მეორეს, იმის მიხედვით, სააკაშილი რაც ეტყვის. მე პოლიტიკოსების იმ რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც იცვლის პოზიციას სხვისი პოზიციიდან გამომდინარე ,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ, გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის საკითხზე იმსჯელებს.
„მე მაქვს ჩემი პოზიცია, მათ შორის საკმაოდ მკაცრი და კატეგორიული პოზიციები. პირველად არ ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული პოზიცია მაქვს. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან ნებისმიერი პარტიის შიგნით სხვადასხვა აზრი არსებობდეს“,- განაცხადა სამადაშვილმა.
რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა, თავად მიემართათ ევროპული ფონდისთვის გირაოს გადახდის თაობაზე, თუმცა ეს გზა არ მოეწონათ.
ნიკა მელიას პოზიცია გასაგებია და ის სწორიც არის, რომ გირაოს არ იხდის. მაგრამ მე „ნაციონალურ მოძრაობას“ შევთავაზე განეხილათ, რომ თავად პარტიას მიემართა ევროპული ფონდისთვის, რომ როგორც პარტია არაა წინააღმდეგ, იმიტომ, რომ თავისთავად უცნაური და უპრეცედენტო ფაქტია, რომ ევროპული ფონდი იხდის გირაოს. ნიკას პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩემი შეთავაზება იყო, რომ ჩვენ ავიღოთ ჩვენს თავზე ეს პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტსაბჭომ. პარტია არის კოლექტიური ორგანო. პატიმრობაშია ადამიანი და თუ ჩავთვლიდით, რომ მისი გათავისუფლება ჩვენი პოლიტიკური ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლებოდა საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღება. მაგრამ, გასაგებია, რომ ეს გზა არ მოეწონათ“,- განაცხადა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის განცხადებითვე, ბოიკოტმა საკუთარი თავი ამოწურა.
„ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის ისეთი ინსტრუმენტია, რომელსაც ხშირად მოჰყვება შეკრული პარტიების დაშლაც, არათუ ოპოზიციური ერთიანობის. ბოიკოტი არის მძიმე ინსტრუმენტი. ამ მძიმე ინსტრუმენტმა იმუშავა. მოგვიტანა შედეგები ნიკა მელიას თავგანწირვასთან ერთად. ბოიკოტმა თავისი თავი ამოწურა. გარკვეული შედეგი მოჰყვა და გასაგებია, რომ ამას მოყვებოდა აზრთა სხვადასხვაობა პარტიებს შორის. ეს მოხდა კიდეც, ჩვენ მაქსიმალურად თავიდან უნდა აგვეცილებინა ურთიერთადაპირისპირება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამ შემთხვევაში ბრძნული იქნებოდა, რომ თავი შეგვეკავებინა ერთმანეთის კრიტიკისგან. მაგრამ ცეცხლი ნამდვილად არ გაუხსნია იმ მხარეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ხელშეკრულებისთვის ხელი უნდა მოეწერა და თუ მეორე მხარე საკუთარ სისწორეში არაა საკმარისად დარწმუნებული, რომ ამაზე ისე ისაუბროს, რომ არ დაადანაშაულოს ის ხალხი, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთან, სამადაშვილი შეთანხმების დოკუმენტის წაინააღმდეგ მყოფ ადამიანებს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დებატებს სთავაზობს.
„ის ხალხი, ვინც ამ შეთანხმების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს, ძალიან მინდა, რომ დებატებზე ვინმემ მოიწვიოს. მათთან სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში. მოვისმენდი მათ აზრს, რა არის ალტერნატივა ან ნიკა მელიას და გიორგი რურუას გასათავისუფლებლად, ან საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ან მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად, ან როგორ აპირებენ პოლიტიკური გაგრძელებას, ან პოლიტიკური ბრძოლის მოგებას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ოღონდ მაინტერესებს არა ზოგადი ფრაზები, არამედ კონკრეტული გეგმა. მე ხელი ამ შეთანხმებას იმიტომ მოვაწერე, რომ ევროკავშირმა დაარქვა „გზა საქართველოს მომავალისათვის“ და მჯერა, ამ შეთანხმების შესრულება არის გზა საქართველოს მომავლისთვის. მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც დემაგოგიურად იძახის, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცას დაგპირდება და არ შეასრულებს. თუ „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამონაწილეობით არსებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ საერთოდ სხვა რეალობაში ვართ. სწორედ იმიტომ, რომ მჯერა, რომ ჩვენ მივიღეთ ისეთი ხელშეკრულება, რომლის შესრულება ამ ქვეყნის ინტერესებშია და შესაძლებელიცაა, რომ შესრულდეს. ხელშეკრულება, რითაც ევროკავშირის და ამერიკის ჩართულობა უზრუნველვყავით პროცესში, ამიტომ მოვაწერე ხელი და ამიტომ ვიღებ მადლობის წერილებს მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, რომ ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა “,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY