21/04/212 408 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

პუტინი: პროვოკაციებს ისე ინანებენ, როგორც დიდი ხანია, არაფერი უნანიათ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ კრებას ყოველწლიური სიტყვით მიმართა. მიმართვის დროს პუტინმა თქვა, რომ ზოგიერთი ქვეყნები უმიზეზოდ ადანაშაულებენ რუსეთს, რუსეთის კი საპასუხოდ "უკიდურესად თავშეკავებულად" და "მოკრძალებულად" იქცევა.
"ზოგიერთ ქვეყანაში მიიღეს უკადრისი ჩვეულება: ნებისმიერ საბაბით და ზოგჯერ საერთოდ უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ რუსეთი, რაღაც სპორტია. ახალი სახეობის სპორტი, ვინ უფრო ხმამაღლა იტყვის რამეს. ჩვენ ვიქცევით უკიდურესად თავშეკავებულად, პირდაპირ ირონიის გარეშე შეიძლება თქმა, რომ მოკრძალებულად. ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არამეგობრულ მოქმედებებს და ღია თავხედობას. ჩვენ გვინდა გვქონდეს კეთილი ურთიერთობები საერთაშორისო საზოგადეობის ყველა წევრთან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რა ხდება რეალურ ცხოვრებაში. როგორც უკვე ვთქვი, რუსეთის ხან რას აბრალებენ, ხან – რას და თან ყველანაირი მიზეზის გარეშე" – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის აღნიშნავს, რომ რუსეთს "კეთილი ურთიერთობები" სურს საერთაშორისო საზოგადეობასთან, თუმცა მზადაა "ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი" პასუხის გაცემისთვის.
"ჩვენ ნამდვილად გვინდა გვქონდეს კეთილი ურთიერთობები საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, მათ შორის მათთანაც, ვისთანაც ბოლო დროს ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვათ, არ გვეწყობა. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა დავწვათ ხიდები, მაგრამ თუ ვინმე ჩვენს კეთილ განზრახვებს აღიქვამს გულგრილობად ან სისუსტედ და თვითონ აქვს განზრახული საბოლოოდ დაწვას ან ააფეთქოს ეს ხიდები, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი. ორგანიზატორებმა ნებისმიერი პროვოკაციებისა, რომლებიც ჩვენს ძირეულ ინტერესებს, ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება, ამას ისე ინანებენ, როგორც დიდი ხანია, არაფერი უნანიათ." – თქვა ვლადიმირ პუტინმა.
ბოლო პერიოდში გაუარესდა ურთიერთობები დასავლეთსა და რუსეთშ შორის. 15 აპრილს აშშ-მ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს. სანქციების მიზეზი 2020 წელის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩვენებში ჩარევა, ყირიმის ანექსია და მასშტაბური კიბერშეტევები გახდა, რომლებიც აშშ-ს სამთავრობო დეპარტამენტებსაც შეეხო. აშშ-ს ასევე ვაშინგტონიდან გააძევა 10 რუსი დიპლომატი. ამერიკელ ინვესტორებს კი რუსული სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა აეკრძალათ.
ეს რუსეთისთვის აშშ-ს სანქციების მეორე პაკეტია. მანამდე აშშ-მ ევროკავშირთან კოორდინირებულად რუსეთს სანქციები ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლისა და მისი დაპატიმრების გამო დაუწესა. ამავე მიზეზით რუსეთს სანქციები დაუწესა კანადამაც. ნავალნის დაპატიმრება და ის პირობები, რომლებშიც ის კოლონიაში იმყოფება აშშ-სა და ევროპული სახელმწიფოების აქტიურ კრიტიკა გამოიწვია.
რუსეთის კრიტიკას იწვევს მარტის ბოლოდან რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის გამძაფრება. დასავლური ქვეყნები რუსეთს მდგომარეობის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ და უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უდასტურებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY