სალომე სამადაშვილი - "შეთანხმებაზე დღეს ვერაფერს გეტყვით... უცნობია "ოცნების" დამოკიდებულება"
"ჩვენ გვაქვს პრობლემები შემოთავაზებულ ზოგიერთ საკითხზე, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ შიდა პარტიული კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთო პოზიციები", - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების დროს ისაუბრა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტი შინაარობრივად განსხვავდება იმისგან, რაც წინა შეხვედრის დროს იდო მაგიდაზე.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტი შინაარობრივად განსხვავდება იმისგან, რაც წინა შეხვედრის დროს იდო მაგიდაზე.
"ჩემთვის გაუგებარია, აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" იმ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. დღევანდელ შეხვედრაზე არ იყვნენ წარმოდგენილები, რაც იყო ჩვენთვის მოულოდნელობა და ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ. მე შემიძლია გითხრათ, რომ წინ ნაბიჯი გადაიდგა", - ამბობს სალომე სამადაშვილი.