„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება
დღეს 14:00 საათზე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას კარლ ჰარცელთან ერთად, აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანიც დაესწრება, რომელიც უკვე მივიდა ევროკავშირის ოფისში.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ცალმხრივად ხელი მოაწერა. გუშინ, ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.