04/03/201 608 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრეზიდენტი - აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ ანუ - კეთილდღეობისკენ. როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს საერთაშორისო არენაზე გამოუყენებელი პოტენციალი აქვს.
„თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე. ევროკავშირსა და ნატოში ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ ჩვენი ინიციატივებისა და ახალი იდეების წარდგენით. კიბერუსაფრთხოება, უსაფრთხო შავი ზღვა და მისი ცენტრალურ საკომუნიკაციო არეალად გადაქცევა ასეთი საკითხებია. გაწევრიანებასთან ერთად, ჩვენი მიზანიუნდა იყოს, დღეს ნატოსა და ევროკავშირში უფრო აქტიურ მოთამაშედ ვიქცეთ. თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, გამოწვევებთან გამკლავებასაც შევძლებთ“,-აცხადებს ზურაბიშვილი. მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა უნდა მოვემზადოთ უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის.
„აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს - პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ - კეთილდღეობისკენ. გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 30 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 30 ნოე
    • მოამბე - 30 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 30 ნოე
    • კურიერი - 30 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 30 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 30 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 30 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 30 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 30 ნოე
    • პირველები - 30 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 30 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • იმედი LIVE - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • პირველი ხაზი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • ღამის კურიერი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • სხვა ნანუკა - 30 ნოემბერი, 2022. 84 წლის მასწავლებელი გალიდან - ემა ქეცბაია • ინგა ჩხეიძის ამბავი • მეომარი ძმების ოჯახი ქუჩაში რჩება
      30 ნოემბერი
    • ბარიერი - 30 ნოემბერი, 2022. ნატო ჩხეიძე
      30 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 30 ნოემბერი, 2022. რა საახალწლო სლოგანი ურჩევნია თბილისს — სიტყვები, რომელიც ქუჩებში ყველაზე ხშირად გვხვდება ▪️ უკრაინის საომარი ზამთარი და რუსეთის მომავალი
      30 ნოემბერი
    • სპექტრი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • კომეტარი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • დღის ამბები - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ