04/03/202 225 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრეზიდენტი - თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული

თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ რუსეთის მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია.
„მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. მოითხოვს დეესკალაციას. მოითხოვს დეოკუპაციას.
ჩვენ კი, ალბათ, გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა ჩვენს პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას და გავიგოთ: ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მითუმეტეს - გარიგებას.
ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობასა და წითელი ხაზის გავლებით წინსვლას. რაც მთავარია, საზოგადოების ერთსულოვნებას.
როცა ვიცით, რომ მავთულხლართების ყოველი გადმოწევა და ყოველი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზზე მიზნად ისახავს ჩვენს გამოწვევას, არ შეიძლება, ოკუპაციის საკითხი გამოყენებული იყოს ვიწრო, შიდა პოლიტიკურ არენაზე. არ შეიძლება, ერთმანეთს ბრალს ვდებდეთ არასათანადო რეაგირებაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელიც ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ ერთიანდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 30 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 30 ნოე
    • მოამბე - 30 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 30 ნოე
    • კურიერი - 30 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 30 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 30 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 30 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 30 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 30 ნოე
    • პირველები - 30 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 30 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • იმედი LIVE - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • ღამის კურიერი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • სხვა ნანუკა - 30 ნოემბერი, 2022. 84 წლის მასწავლებელი გალიდან - ემა ქეცბაია • ინგა ჩხეიძის ამბავი • მეომარი ძმების ოჯახი ქუჩაში რჩება
      30 ნოემბერი
    • ბარიერი - 30 ნოემბერი, 2022. ნატო ჩხეიძე
      30 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 30 ნოემბერი, 2022. რა საახალწლო სლოგანი ურჩევნია თბილისს — სიტყვები, რომელიც ქუჩებში ყველაზე ხშირად გვხვდება ▪️ უკრაინის საომარი ზამთარი და რუსეთის მომავალი
      30 ნოემბერი
    • სპექტრი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • კომეტარი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • დღის ამბები - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • დღის ამბები - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 0

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY