დატოვებს თუ არა ნიკა მელია საპატიმროს - სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყება
დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში თბილისის საქალაქო სასამართლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას თავად ნიკა მელიაც დაესწრება.
ენმ-ის თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 17 აპრილს ეწურება, ამიტომ მოსამართლე ვალდებულია, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯოს.
მანამდე კი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩატარდა. მოსამართლე
ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს, რის გამოც სხდომებზე დასწრების უფლება არ ჰქონდა. მოსამართლემ არ გამოაცხადა შესვენება, იმისთვის, რომ მელია რუსთავის ციხიდან პროცესზე ჩაეყვანათ, ამიტომ პროცესი გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა.