02/01/202 820 ნახვა წყარო: ფოტო:

სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური დაიღუპნენ

ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ, - ამის შესახებ ერაყის გასამხედროებული ძალების პრესსპიკერმა „როიტერსს“ განუცხადა.
„აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისისა და ქასემ სულეიმანის სიკვდილზე ამერიკელი და ებრაელი მტრები არიან პასუხისმგებლები,“- აღნიშნა ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ პრესსპიკერმა აჰმედ ალ-ასაადიმ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, „როიტერსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ირანთან დაკავშირებული ორი პირი იყო.
შეგახსენებთ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც, ერაყის გასამხედროებულ დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA