08/04/211 252 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

ბოკუჩავა - მელიაზე მთავარ გადაწყვეტილებას 13 აპრილს ივანიშვილი მიიღებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ნიკა მელიას თავის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების მიცემა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილებაა.
მისი თქმით, მთავარი გადაწყვეტილება 13 აპრილს ჩანიშნულ პროცესზეა მისაღები, რომელსაც არა მელიას საქმის მოსამართლე, არამედ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
“ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რაც მოსამართლე ჩახნაშვილმა დღეს მიიღო სასამართლო დარბაზში დაბრუნებასთან დაკავშირებით რა შუამდგომლობითაც შევიდა მისი დაცვის მხარე. მთავარი გადაწყვეტილება, განსხვავებით ამ ტექნიკური გადაწყვეტილებისგან, იქნება 13 აპრილს. თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება ნინო ჩახნაშვილის გასაკათებელი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ზიანს, რასაც ქვეყანა იღებს. მაგრამ ასევე ის პირადად რა საფრთხის ქვეშაც არის, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზეა საუბარი იმის გამო, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა”, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღეს, 8 აპრილს გასამართი სხდომა 13 აპრილისთვის გადადო, რადგან დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ნიკა მელიას თავისივე პროცესზე დასწრების უფლება მისცა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA