01/04/211 944 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

“თავისთვის შეინახონ მადლობა” – ოხანაშვილი კრემლის გამოხმაურებაზე

“ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მადლობები არავის სჭირდება. ასე გამოუხმაურა ოხანაშვილი იმას, რომ კრემლი ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მიესალმა.
“საერთოდ არ გვჭირდება არავისი მადლობა. ჩვენ გავატარებთ იმ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპანტი ქვეყნის ისეთი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვისაც. არავის არ სჭირდება ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის მადლობა და შეინახონ თავისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკას, რასაც ევროკავშირთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენს სრულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სტუმართმოყვარეობაც, მასპინძლობაც”, — განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, პოზნერის ვიზიტს ფსევდოპატრიოტები აპროტესტებდნენ და ამიტომ, კარგი იქნებოდა ლუსტრაციის კანონის მიღება.
“ფსევდოპატრიოტები ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ფსევდოპატრიოტიზმია, როდესაც ის ხალხი რაღაცას აპროტესტებს, რომლებიც თვითონ არიან კავშირებში შემჩნეული, მათ შორის ოკუპანტ სახელმწიფოსთან. დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას ლუსტრაციის კანონზე, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში გავარკვიოთ ვინ ვინ არის”, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რია ნოვოსტის ცნობით, კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას “ნაციონალისტი თავდამსხმელების მიერ იმ სასტუმროზე თავდასხმის დაგმობის შესახებ, სადაც რუსი მოქალაქეები იმყოფებოდნენ”.
“ჩვენ ვნახეთ დღევანდელი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელმაც დაგმო მსგავსი მოქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამგვარ განცხადებებს”, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY