31/03/212 108 ნახვა წყარო: facebook.comფოტო: facebook.com

ალბათ, როგორ უნდოდათ ხელებგაშლილ-წრიული ჩამოვლა ნაელარჯალზე... ამიტომ "რუსები" კი არა - აი, ეს ქართველებია ამაზრზენი!

"ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რუსების აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის, აქ ჩამოსულ ტურისტებს (და ცხადია, არა დახვეწილ თუ ღია პროპაგანდისტებს) წარმოდგენა არ აქვთ, რა ქვეყანაა დღეს საქართველო, მათ არასდროს გაუგონიათ სიტყვა "ბორდერიზაცია", არ იციან, როგორ იტაცებენ მათი სამხედროები საქართველოს მოქალაქეებს და პრინციპში "ეს ამბები" დიდად არც აინტერესებთ, რადგან ეს უმრავლესობისთვის "პოლიტიკაა და მათ არ ეხებათ" (რუს მოქალაქეს მართლაც არ ეხება პოლიტიკა - მას თავისივე ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება ისტორიულად), ბევრისთვის 2008 წლის ომიც რაღაცა შორეული და ამორფული ისტორიაა, რომელიც "პუტინ-სააკაშვილის დაძაბულ ურთიერთობებს" უკავშირდებოდა და ახლა კი თითქოს ეს პრობლემაც მივიწყებულია... ან სადღაც ძალიან შორის ჩაკარგული. როგორც დროით, ასევე გეოგრაფიულად. ზოგს - ასეთი შემთხვევებიც ყოფილა - გულწრფელად გაკვირვებია, რატომ არ ვაჭრობენ აქ რუბლებით... ანუ საშუალო სტატისტიკური რუსის რეალური თუ გამიზნული არცოდნა ერთია და ეს კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ მე იმ ქართველების იდიოტიზმი მაოგნებს, დაწყევლილივით სიკვდილამდე სიმღერა-ცეკვისთვის მომართული მავნებელი პრიმიტივების, ვინც ამ ჟამიანობის, აპათიისა და ტოტალური კრიზისების დროს, კანონის ფეხებზემკიდიურ-აგდებულობით რომ უშლის სუფრებს მოსკოვიდან ჩამოსულ "ელიტებს"! ამ ქართველებმა ხომ მაინც იციან, რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის! ალბათ, როგორ უნდოდათ გიტარის მომარჯვება და ხელებგაშლილ-წრიული ჩამოვლა ნაელარჯალზე... ამიტომ "რუსები" კი არა - აი, ეს ქართველებია ამაზრზენი! რეალობის აღქმის უნარი რომ არ აქვთ და მეტიც, კარგი რუსულით და ტურისტულ-ეგზოტიკური ქართული აქცენტით ნამღერ ერთ "სულიკოს" რომ გადააყოლებენ ყველაფერს... რუსოფობია, ქსენოფობია და ა. შ. მორალური დანაშაული და მიუღებელია, მაგრამ აი, ეს ყველაფრის ფეხებზე დამკიდებელ-გამრთობი ქართველის სახეობა კი არის ნამდვილად საძულველი"...- ასე გამოეხმაურა პოზნერის ვიზიტს მწერალი ლაშა ბუღაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,