31/03/211 074 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

რატომ მარცხდება ევროკავშირი სამეზობლოში

"გუშინ ევროკავშირმა მორიგჯერ განიცადა მარცხი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის მცდელობისას. შეიძლება ეს წარუმატებლობა ვინმემ შეადაროს ბლოკის მცდელობებს, მიაღწიოს სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას - პროცესს, რომელიც უკვე ათწლეულებია წინ არ მიდის.
ცხადია, არასწორი იქნება პირდაპირი პარალელების გავლება დასავლეთ ბალკანეთის გეოპოლიტიკურ საკითხებსა და სამხრეთ კავკასიის საშინაო საქმეებს შორის, თუმცა მათ ერთი დიდი რამ აკავშირებთ - ბრიუსელს სამეზობლოში რაიმე ზეწოლის განხორციელება სრულიად არ ძალუძს.
ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ევროკავშირს, როგორც ჩანს, ლამის დაავიწყდა, თუ რამ მოუპოვა მას 2012 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. აი, თვალი მოავლეთ იუსტუს ლიპსიუსის სახელობის საზიზღარ შენობას, სადაც ევროპის კავშირის საბჭოა განთავსებული და სადაც ევროკავშირის უთვალავი სამიტი ჩატარებულა. ის, წესით, ევროკავშირის ძალაუფლების მწვერვალია, მაგრამ აქ საინტერესოს ვერაფერს დაინახავთ, უსახური ოფისების, გახუნებული ხალიჩებისა და მეტისმეტად ძვირი კაფეტერიის გარდა. თუმცა ორი რამ კი მოგეჩხირებათ თვალში. ერთია თავად იუსტუს ლიპსიუსის ბიუსტი - ჰოლანდიელი ფილოსოფოსის ქანდაკება საუკეთესო ადგილია ევროკავშირის დიპლომატებთან შეხვედრის დასათქმელად. მეორე კი ნობელის მშვიდობის პრემიის რეპლიკაა, რომელსაც თან შესაბამისი დიპლომი ახლავს. მას საამაყო ცენტრალური ადგილი უჭირავს მთავარ დერეფანში და გარშემორტყმულია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დროშებით.
ევროკავშირი სამართლიანად ამაყობს უმაღლესი პოლიტიკური ჯილდოთი, თუმცა, თუ უკეთ დავაკვირდებით მიზეზს, რის გამოც ნობელის კომიტეტმა ბლოკს პატივი არგუნა, ვნახავთ, რომ რეალურად პრემია ევროკავშირის გაფართოებამ დაიმსახურა.
მართალია, სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია ბლოკის წვლილი „ევროპაში მშვიდობის, შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში“, რომელსაც მოჰყვება ევროკავშირის გაფართოების მოკლე ისტორია, დაწყებული ომის შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის შერიგებით და 70-იან, 80-იან წლებში ახალი დემოკრატიების დამატებით, რომელსაც საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩართვაც მოჰყვა. ბოლოს კი განცხადება აწმყოს უბრუნდება. „ნობელის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის საკითხი ხელს უწყობს ომის შემდგომი შერიგების პროცესს ბალკანეთში. ევროკავშირის წევრობის სურვილმა წინ წამოსწია დემოკრატია და ადამიანის უფლებები თურქეთშიც“.
აი, ესაა მთავარი საკითხი. 2012 წლის ბოლოს ოსლოში საზეიმო გალაზე მიღებული პრიზის შემდეგ ევროკავშირმა მხოლოდ ერთი წევრი, ხორვატია, დაიმატა, ისიც სულ ამ დიდებული საღამოდან რამდენიმე თვის შემდეგ. ამასობაში, ბლოკი დიდმა ბრიტანეთმა დატოვა. ისევ ნულოვან ნიშნულს დავუბრუნდით.
ახლა არც ერთი ქვეყანა არაა ახლოს კლუბის წევრობასთან. გაფართოების პროცესი მკვდარია. შეიძლება აღინიშნოს და სამართლიანადაც, რომ წევრობის რიგში მყოფი ქვეყნები - თურქეთი და ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფო - არ არიან მზად ევროკავშირისთვის, რომ ეს მათივე ბრალია, რადგან რეფორმები არ გაატარეს, კორუფციას ვერაფერი მოუხერხეს და გამუდმებით დავობენ მეზობლებთან. ბლოკის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნები - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა - კრემლის მიერ თავსმოხვეულ კონფლიქტებს ებრძვიან და ეს მათ კიდევ უფრო დაბალ კატეგორიაში აყენებს - ისინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატებიც კი არ არიან.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირს ახალი წევრების დამატების ყველანაირი სურვილი აქვს გამქრალი. ეს კი მეზობლებს არ გამორჩენიათ - ამას პრიშტინაშიც ამჩნევენ და თბილისშიც. კავშირის გაფართოება ბრიუსელის არც ერთი სერიოზული სტრატეგიის ნაწილი აღარაა. მაშინაც კი, როდესაც კანდიდატი ქვეყანა წინ მიდის, - როგორც ამას ჩრდილოეთი მაკედონია აკეთებს, - რამდენიმე წევრი სახელმწიფო მზადაა პროცესი მყისიერად შეაჩეროს.
რა გასაკვირია, რომ კოსოვომ, სერბეთმა ან საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურმა ფრაქციებმა არად ჩააგდონ ევროკავშირის მედიატორების მოთხოვნები? რატომაც არა? სადაა თაფლაკვერი? კოსოვო ჩივის, რომ ვიზების ლიბერალიზაციის დაპირება ფუჭი აღმოჩნდა, ქართველებმა კი მშვენივრად იციან, რომ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოში მათ სრულფასოვან ევროპელებად არც მიიჩნევენ.
ამავე დროს, ბლოკს, თაფლაკვერის მსგავსად, არც ჯოხი გააჩნია. რა, ეს ქვეყნები მსურველთა რიგში ადგილს დაკარგავენ? იმ რიგში, რომელიც შეიძლება აღარც არსებობდეს?
ევროკავშირის პოლიტიკოსებს შეიძლება ამის გაგება არ სურდეთ, რადგან ისინი გაუთავებელი საშინაო პრობლემებით არიან დაკავებულნი, მაგრამ ნობელის კომიტეტი მართალი იყო. ევროპა სწორედ ბლოკის გაფართოებამ გააუმჯობესა. მხოლოდ ამ პროცესის გაგრძელებას შეუძლია ევროკავშირის როლის გაზრდა მის ახლო სამეზობლოში."
რიკარდ იოზვიაკი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • პირველები - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 6-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      6 საათზე, 28 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • სთორი - 28 ნოემბერი, 2022. თეონა თავართქილაძე
      28 ნოემბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 28 ნოემბერი, 2022. ეკა ბერუაშვილი
      28 ნოემბერი
    • ბარიერი - 28 ნოემბერი, 2022. ლაშა ტუღუში
      28 ნოემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • ფარული კონვერტი - 28 ნოემბერი, 2022. გაბრიელა რომანოვა
      28 ნოემბერი
    • სპექტრი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • კომენტარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA