30/03/211 058 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებისთვის მოვუწოდებ ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში!

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, საჭიროა, დამატებით, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება, მოვუწოდებ ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებით, მემორანდუმის ბოლო პირობა შეასრულა.
„რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო ცვლილება დაინიცირდა, რომლითაც ჩვენ იმ მემორანდუმის ბოლო პირობას ვასრულებთ, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა, შემდეგ „ევროპელი სოციალისტები“ შეუერთდნენ. იცით, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაინიცირდა საარჩევნო რეფორმის დიდი პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს. ახლა ველოდებით ამ პროექტზე ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს იქნება მზად. ამ ახალი ინიციატივით, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს, ბოლო პირობას ვასრულებთ. ორი მიმართულებითაა ეს ცვლილება: 1. შეეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას. 2 ოპოზიციის როლის გაძლიერებას პარლამენტში. ეს შეეხება საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებისთვის 7 დეპუტატის ნაცვლად, 4 დეპუტატის თანხმობას. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორივე ცვლილება კონსტიტუციაში ცვლილებას მოითხოვს, კერძოდ, მის გარდამავალ დებულებებში. კონსტიტუციის ცვლილებისთვის, იმისთვის, რომ ის მყისიერად ამოქმედდეს, საჭიროა 113 ხმა, 3/4. დღეს პარლამენტში აქტიურად საკუთარ მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. ამიტომ საჭიროა, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება. მინდა დღევანდელი მედიაციის გათვალისწინებით ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, დაფიქრდნენ საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ ამომრჩეველზე, სხვა პარტიის ამომრჩევლებზე, მათ შორის „ქართული ოცნების“, „მოქალაქეების“ ამომრჩევლებზე და ამ პასუხისმდებლობიდან გამომდინარე, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და შემოვიდნენ პარლამენტში!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA