30/03/211 064 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გაშიშვლება, ცემა, გაუპატიურების მუქარა, შეურაცხყოფა - პატიმრის ოჯახი რუსთავის ციხეზე

წამება და გაუპატიურების მუქარა ციხეში - პატიმრის ნოდარ ტატუნაშვილის ოჯახის ინფორმაციით, რუსთავის ნომერ მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მათ 24 წლის პატიმარ შვილზე, რეჟიმის უფროსი მიხეილ კალანდაძე და ამავე ციხის კორპუსის უფროსი მიხეილ ბენაშვილი, სხვა თანამშრომლებთან ერთად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
როგორც პატიმრის დედა, ნინო ბეჟაშვილი ამბობს, მის შვილს სცემდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას აყენებდნენ.
"სასამართლოდან დაბრუნებულს, როდესაც ბადრაგს ჩამაბარეს ციხეში ეგრევე ამომიგრიხეს ხელები, დამადეს ხელბორკილებიო. ასეთი კამერაა, ვანდალური კამერა ჰქვია და იქ შემაგდეს, გამაშიშვლეს, ეს ხელბორკილები ძალიან მაგრად მომიჭირეს, ძირს დამაწვინეს, ერთმა სახეზე დამაჭირა ფეხი, ერთმა ზურგზე, ერთიც ფეხებს მიჭერდა, შეშინების მიზნით, მემუქრებოდნენ ახლა გაგაუპატიურებთო, მაფურთხებდენენო უთქვამს ადვოკატისთვის...იქ, რა თქმა უნდა, იყო ცემა, სხვადასხვა სახის შეურაცხყოფა, გინება, აქ ჩვენ მოგივლით და რომ გახვალ "სიპე" მოგივლისო", - ამბობს პატიმრის დედა ნინო ბეჟაშვილი.
ნოდარ ტატუნაშვილის ოჯახის მტკიცებით, წამების შესახებ იცის ციხის უსაფრთხოების უფროსმა ირაკლი გიორგაძემაც, რომელიც ფაქტზე არანაირ რეაგირებას არ ახდენს. პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ ტატუნაშვილი მძიმე მდგომარებაშია.
ოჯახმა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატსა და სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ სოზარ სუბარს უკვე მიაწოდა. პატიმარი ნოდარ ტატუნაშვილი ახლა სამარტოო საკანში იმყოფება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • ქრონიკა 14:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      1 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 12:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      12 საათზე, 21 სექ
    • მთავარი 12-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      12 საათზე, 21 სექ
    • კურიერი 12-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      12 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 12 საათზე - 21 სექტემბერი 2023.
      12 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • შენი შუადღე - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველამდე - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • ღამის კურიერი - 20 სექტემბერი, 2023. ირაკლი კობახიძე
      20 სექტემბერი
    • აუტანელი სიმსუბუქე - 20 სექტემბერი, 2023. ზაზა ფაჩულია
      20 სექტემბერი
    • სხვა ნანუკა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • ბარიერი - 20 სექტემბერი, 2023. გიგა ბედინეიშვილი
      20 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • სპექტრი - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • დღის ამბები - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • დღის ამბები - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA