29/03/211 090 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი

„ნამახვანი ჰესი“ არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროსადგურთაგანი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა,
მისივე განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო.
„იცით, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება სანდო ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც უსაფრთოებას და ეკოლოგიას შეეხებოდა. იქმნება ხეობის განვითარების ხუთმილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დიდი საზოგადოებრივი საბჭო და ისიც გააკონტროლებს, რომ იყოს ყველას ჩართულობა. ამიტომ, ყველა ობიექტური, რაციონალური შეკითხვა ამით მოვხსენით“, - განაცხადა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ „ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რაში დაიხარჯება 5 000 000“.
რაც შეეხება კომპენსაციებს, მინისტრის განმარტებით, კომპანიამ 280 ოჯახზე ადგილზე უკვე 34 მილიონ ლარამდე გასცა.
„საქართველოს ენერგეტიკასთან დაკავშირებით გვქონდა ორადორი არჩევანი, სამუდამოდ დავრჩეთ პოსტსაბჭოთა ენერგეტიკული სისტემის ნაწილად, თუ გავხდეთ ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი. ჩვენ, ეს გადაწყვეტილება და არჩევანი უკვე გავაკეთეთ 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და 2017 წელს, როდესაც გავხდით ენერგეტიკული ევროპული გაერთიანების წევრი. მას შემდეგ ჩვენი ყველა პროექტი, დაწყებული შავ ზღვაზე წყალქვეშა გადამცემი კაბელით და დამთავრებული „ნამახვანი ჰესითა“ და ზოგადად, ადგილობრივი ჰიდროენერგეტიკის განვითარებით, მთლიანად ევროპული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნათია თურნავამ..

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,