25/03/211 976 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ პოზიციებს არც მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში გადახედავს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და არც ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს არ განიხილავს. შესაბამისი პასუხი გასცა თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შეკითხვას, მივა თუ არა მმართველი გუნდი შეცვლილი პოზიციებით იმ შეხვედრებზე, რომლებიც კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან განახლდება. როგორც თალაკვაძემ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, ხელისუფლება არ აპირებს, საკუთარი მხარდამჭერების არჩევანი გადაყაროს და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დაეთანხმოს.
„ჩვენ, ქართული ოცნება“ არ ვაპირებთ, რომ ზურგი შევაქციოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მხარდამჭერების არჩევანს იმ არჩევნებში, რომელშიც გავიმარჯვეთ. ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, ვინაიდან, ამის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციას კონსტრუქციული წინადადება შევთავაზეთ, როდესაც ვუთხარით, მოდით, შევქმნათ პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ეს არჩევნები შევაფასოთ, ერთად გამოვიძიოთ, ერთად გადავამოწმოთ პრეტენზიები. თუ იქნება სისტემური გაყალბების ნიშნები და გადახრა, მხოლოდ მაშინ განვიხილოთ უკვე თქვენი მოთხოვნა - მათ ამაზე უარი თქვეს. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მხარდამჭერების არჩევანი გადავყაროთ და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დავეთანხმოთ, ეს ცალსახაა“, - განაცხადა თალაკვაძემ. რაც შეეხენა ნიკა მელიას, თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი რჩება პოზიციაზე, რომ მელიას გათავისუფლება მის მიერ გირაოს გადახდის გზით უნდა მოხდეს.
ნიკა მელიას დაპირისპირება სახელმწიფოსთან და კანონებთან პოლიტიკური აქტი იყო. მან განაცხადა, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერც დამაპატიმრებთო. თავის მხარდამჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ კანონი არსებობს თქვენთვის, მაგრამ მე კანონზე მაღლა ვარ და კანონის სხვანაირი გაგება შეიძლება ჩემს შემთხვევაშიო. ამ დროს, მართლმსაჯულებამ და სახელმწიფომ შეახსენა ნიკა მელიას, რომ ამ ქვეყანაში კანონიც არსებობს და მართლმსაჯულებაც. ჩვენი პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ ნიკა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. დღესდღეობით ყველაზე მარტივი გზა, რომ ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გახლავთ გირაოს გადახდა. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY