25/03/211 009 ნახვა წყარო: timer.geფოტო: timer.ge

გიგა ბოკერია – თუ ბოლომდე შეტოპავენ, მათი ცხოვრება პოლიტიკურ ჯოჯოხეთად იქცევა – განსაკუთრებით ოლიგარქისთვის

თუ შეტოპავენ ბოლომდე, მერე პოლიტიკურ ჯოჯოხეთად იქცევა მათი ცხოვრება, განსაკუთრებით ოლიგარქისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ის კრისტიან დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტთან დაკავშირებით იმედიანადაა განყობილი.
„მე ყოველთვის იმედიანად ვარ განწყობილი, ოღონდ იმედიანობა გულისხმობს იმას, რომ ვიყოთ მყარი იმაში, რაშიც სიმყარე არის აუცილებელი. იმედიანად ვარ იმიტომ, რომ ვთვლი, ამ ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმებს არ გაუვა არასდროს. იმედიანად ვარ იმიტომ, რომ სენატის მოსმენაც მაგალითი იყო იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმის ამდენწლიანი მავნებლობის მიუხედავად, რომ ყურადღება დაცემულიყო საქართველოს მიმართ, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს – სენატორ რიშს და სენატორ შაჰინს მაინც აქვთ პოლიტიკური ინტერესი, მორალური და პრაგმატული პოზიცია და ეს არის ფაქტორი ოლიგრაქისთვისაც. თუ შეტოპავენ ბოლომდე, მერე პოლიტიკურ ჯოჯოხეთად იქცევა მათი ცხოვრება და განსაკუთრებით ოლიგარქისთვის. ამას მე არ ვიძახი არც ნიშნის მოგებით, ბრაზი არ მაქვს გულში, უბრალოდ პრაგმატულად ვუყურებ და ამ ქვეყნისთვის საჭირო და სასურველია, რომ საფრთხის გაცნობიერებით, არ შეტოპოს და არ გადაგვჩეხოს. ამას სჭირდება გონივრული შეთანხმება სწორედ იმ პუნქტებზე, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დადო“, – განაცხადა ბოკერიამ. მისივე განცხადებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს.
„ყველა დღე, ვიდრე ეს ხელისუფლებაა და ასე იქცევა კოვიდზე, ეკონომიკაზე, არის დამანგრეველი, მაგრამ კრიზისი დამატებით კიდევ ერთ ფაქტორია. დროშიც სჯობს, რომ სწრაფად გაიხსნას ეს კვანძი, სწრაფად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და სწრაფად და მშვიდობიანად მოვიცილოთ ეს ხელისუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩვენი ამოცანის გამო მათი მძევლები არ ვიქნებით. ჩვენ გვინდა და ქვეყანას სჭირდება ამ ხელისუფლების მშვიდობიანად ჩამოშორება, მეორე მშვიდობიანი შეცვლა უნდა მოხდეს ხელისუფლების, ოღონდ ამჯერად არა ერთი ძალის მეორის აბსოლუტური ძალაუფლებით ჩანაცვლება, არამედ პროპორციული სისტემით და ისეთ მთავრობით, სადაც გამაწონასწორებელი იქნება, მაგრამ თუ ამას არ დაუშვებს ეს რეჟიმი და ბოლომდე შეტოპავს, მაშინ მას ელის ძალიან დიდი რისკები და ჩვენ, როგორც საზოგადოება არ შეიძლება, რომ ამას შევეგუოთ“, – განაცხადა ბოკერიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY