01/03/201 767 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

"გვთხოვონ და მზად ვართ" - დონალდ ტრამპმა ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა
"თუ ჩვენ შეგვიძლია ირანელებს ამ პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ, ჩვენ ნამდვილად მზად ვართ ამის გასაკეთებლად... ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ, თხოვნაა. ჩვენ იქ ბრწყინვალე პროფესიონალები გვეყოლება," - განაცხადა ტრამპმა 29 თებერვალს ვაშინგტონში საუბრისას.
ირანში კორონავირუსით დაავადებულების სიკვდილის მაჩვენებელი დაახლოებით 10% არის, მაშინ როდესაც სხვა ადგილებში ეს რიცხვი დაახლოებით 3% არის. ირანში კორონავირუსით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტი, 43 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის 1980 წლის შემდეგ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, თუმცა კრიზისის დროს ქვეყანამ თეირანს დახმარება შესთავაზა. 
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომეომაც განაცხადა, რომ აშშ-მა ირანს კორონავირუსთან რეაგირების საკითხში დახმარება შესთავაზა.
ორი დღის წინ კი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბას მოუსავიმ თქვა, რომ ირანისთვის ამერიკის შეერთებული შტატების შემოთავაზება, რომ ქვეყანას კორონავირუსთან გამკლავებაში დაეხმაროს, აბსურდულია.
როგორც მოუსავი აცხადებს, კორონავირუსთან გამკლავებაში დასახმარებლად შემოთავაზება "ქვეყნიდან, რომელმაც თავის ეკონომიკურ ტერორიზმთან ერთად ირანელ ხალხს დიდი ზეწოლა შეუქმნა და წამლებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გზაც ჩაუკეტა, აბსურდულია და პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური თამაშია".
ირანს სანქციები ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა. აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ სულ უფრო ფართოვდება. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA