22/03/211 173 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

სირიაში რუსეთის ძალებმა თურქეთის საზღვართან მყოფი დასახლებები დაბომბეს

სირიაში რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა თურქეთის საზღვართან მყოფ დასახლებებზე მიიტანეს იერიში. მათ დაბომბეს ბუნებრივი აირის ობიექტი, ცემენტის ქარხანა და ასევე იდლიბის პროვინციის კიდევ რამდენიმე დასახლება. იდლიბის პროვინცია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებულების უკანასკნელი საყრდენია.
პარალელურად, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის ქვეშ მყოფმა სირიის არმიამ ქალაქი ალეპოს მახლობლად მყოფ ალ-ატარების დასახლების საავადმყოფოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. დაშავდა 16-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 6. 
ობიექტები, რომლებსაც რუსული გამანადგურებლები თავს დაესხნენ, მნიშნელოვანია იდლიბის პროვინციის არსებობისთვის. აჯანყებულთა ერთ-ერთი დაჯგუფება, სირიის ეროვნული არმიის თქმით, რუსეთი აჯანყებულთა უკანასკნელი საყრდენის დესტაბილიზაციასა და მისი ეკონომიკური საქმიანობის დაზიანებას ცდილობს. სირიის ეროვნულ არმიას ზურგს თურქეთი უმაგრებს.
"რუსული საჰაერო თავდასხმები გრძელდება. ასევე, ბალესტიკური რაკეტებით იერიში სამოქალაქო ცენტრებთან მახლობლადაც მოხდა. მათ ქაოსისა და გაურკვევლობის დათესვა სურთ" - თქვა სირიის ეროვნული არმიის მაიორმა იუზუფ ჰამუდმა. 
რუსეთს ბრალი ედება ამ თვის დასაწყისში ალ-აბისა და ჯარაბლუსის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე ბალესტიკური რაკეტებით თავდასხმაში. 
სირიის არმიის მიერ დაბომბილი ალ-ატარების საავადმყოფო მეზობლად მყოფი იდლიბის პროვინციისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისით 100 000-მდე ადამიანი სარგებლობდა. გარდა იმისა, რომ საავადმყოფოზე იერიშის მიტანა საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, ალ-ატარების ტერიტორია რუსეთის, თურქეთისა და ირანის მიერ დადგენილ დეესკალაციის ზონაში შედის და შეთანხმების მიხედვით, აქ თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო. 
საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა თეთრჩაფხუტიანთა ორგანიზაციამ, რომელი ოფიციალურად სირიის სამოქალაქო თავდაცვის სახელითაა ცნობილი. განცხადებაში ხაზი ესმევა იმ ფაქტს, რომ საავადმყოფოებზე თავდასხმა ასადის რეჟიმისა და რუსეთის ძალებისთვის სისტემატიურ ქმედებად იქცა, რადგან ისინი ამ ქმედებისთვის დაუსჯელები რჩებიან.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთს თავდასხმების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. რუსეთის მთავრობისგან ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 
ეს თავდასხმები თურქეთსა და რუსეთს შორის 2020 წლის მარტში დადებული ზავის დარღვევაა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA