მამაკაცი ამბობს, რომ ბერას გინების გამო ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ
მოქალაქის თქმით, ბერას გინების გამო დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ზაზა მდივანი ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ Facebook–ზე უარყოფითი რეაქცია არაერთხელ გამოხატა, რის შემდეგაც დღეს მასთან 2 ნიღბიანი მამაკაცი მივიდა და სასტიკად სცემა.
“იყვნენ სახეზე, თვალებზე აწეული შავი ნიღბით და ზემოდან კაპიშონით. მიზეზის გარეშე, არც რამე შელაპარაკება, უცებ დამარტყა. შრამი შუბლზე არ არის მუშტით მოყენებული, ეს ან კასტეტია, ან იარაღის ტარია. წავიქეცი, მერე შემდგნენ, კარგად მცემეს და ხმა არ ამოუღიათ. რატომ გცემთ, რის გულისთვის გცემთ, ან შეეგინებინათ – არაფერი. ხომ ხედავთ ჩემს თვალს, მცემეს და უცებ გაიქცნენ. ესენი იყვნენ მოგზავნილები, არ აინტერესებდათ მე ვინ ვარ, რა ვარ.
6 მარტი იყო ხომ, ღარიბაშვილის ჩანაწერები რომ გამოვიდა? დიდი რეაქცია მქონდა, უარყოფითი. როგორ შეიძლება, რომ სკოლის მოწაფეზე [თქვა] ჩაფსმული მივა, “ვაფშე” ვერ მივა… ვაგინე ბერას ფეისბუქზე. ყველა სტატუსზე ვაგინე. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია”,– აცხადებს ზაზა მდივანი ტვ პირველთან საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ პოლიციას უკვე მიმართა, თუმცა ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ.
ცნობისთვის, 6 მარტს ტელეკომპანია “პირველმა” აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდოდ მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. ჩანაწერებში საუბარი იყო იმ პირების დასჯაზე, ვინც ბერას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებდა.