20/03/211 862 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების დოკუმენტი - "მთავარმა არხმა" ფორმა 100 მოიპოვა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ოფიციალური დოკუმენტი ბევრ ინფორმაციას მოიცავს. მთავარმა არხმა ფორმა ნომერი 100 მოიპოვა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალებია მოცემული.
დოკუმენტიდან გაირკვა რომ 27 წლის ექთანს კოვიდ ვაქცინის გაკეთების  შემდეგ თრომბოემბოლია განუვითარდა. ახლა სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, სისხლის შედედების პროვოცირება გამოიწვია თუ არა ალერგიულმა ფონმა, რომელიც ახალგაზრდა ქალს ვაქცინაციის შემდეგ დაეწყო და კომაში ჩავარდა.
ვიდეო და ფოტო მასალა რომელიც მეგი ბაქრაძის ვაქცინაციას პროცესს ასახავს, საქმის მასალებში უკვე დევს. კადრში ჩანს რომ ხელის მტევანსა და მკლავზე, სადაც აცრა გაუკეთეს მწვავე ალერგიული გამონაყარი აქვს, რა დროსაც ვაქცინის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია.
გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ რომ მეგი ბაქრაძეს აცრამდე ექიმებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოსთხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა გარდაცვლილ ექთანს კორონავირუსი უსიმპტომოდ უკვე გადატანილი ჰქონდა, ორგანიზმში არსებულმა ანტისხეულებმა უკურეაქცია მისცა, რის გამოც ანაფილაქსიური შოკი განვითარდა.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რასაც ოჯახი ყვება - მეგი ბაქრაძეს წინა დღეებში უთხრეს, რომ თრომბოციტები მომატებული ჰქონდა, ამიტომ თრომბის საწინააღმდეგოდ სისხლის გამათხელებელი პრეპარატი მისცეს. ახლობლები ამბობენ, რომ ქალს დილით თავის აუტანელი ტკივილი ჰქონდა.
ავადმყოფობის ფურცელში, რომელიც ადგილობრივ კლინიკაში შეადგინეს, წერია რომ ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემდეგ, პაციენტს ხელოვნური სუნთქვა და "დექსამეტაზონი" გაუკეთეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. 
გარდაცვლილი ბიძა აცხადებს რომ ახალციხის "იმედის" კლინიკაში ექთანს ვაქცინა ძალდატანებით გაუკეთეს, თუკი აცრას არ ჩაიტარებდა კლინიკის ხელმძღვანელობა ყველა მედიკოს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდა.
რეგიონებში ვაქცინაციის პროცესი ჩაშლის პირასაა. მედიკოსების დიდი ნაწილი უარს აცხადებს აცრის ჩატარებაზე. სამეგრელოში, კახეთსა და ახალციხეში გუშინ და დღეს არავინ აცრილა. ეპიდემიოლოგებმა საკმარისი რაოდენობის ექიმები ვერ ნახეს რომ ვაქცინის დალუქული 10 დოზიანი კონტეინერი გაეხსნათ.
ვაქცინაციის პროცესი ქვეყანა რომ მოუმზადებელი შეხვდა ეს ერთი ტრაგიკული ისტორიაც ადასტურებს, წინასწარი ვარაუდით 27 წლის ექთნის გადარჩენა დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნებოდა დროული მედიკამენტოზური და რეანიმაციული დახმარების შემთხვევაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • პირველები - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 6-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      6 საათზე, 28 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • სთორი - 28 ნოემბერი, 2022. თეონა თავართქილაძე
      28 ნოემბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 28 ნოემბერი, 2022. ეკა ბერუაშვილი
      28 ნოემბერი
    • ბარიერი - 28 ნოემბერი, 2022. ლაშა ტუღუში
      28 ნოემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • ფარული კონვერტი - 28 ნოემბერი, 2022. გაბრიელა რომანოვა
      28 ნოემბერი
    • სპექტრი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • კომენტარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA