19/03/211 873 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

აშშ-ს და ჩინეთის მაღალჩინოსნები შეხვედრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს და კომუნიტური ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის ალასკაში პირველი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა. მისასალმებელი სიტყვა, რაც როგორც წესი რამდენიმე წუთს გრძელდება, ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რა დროსაც მხარეებმა იკამათეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი შეხვდნენ ჩინელ დიპლომატს და საგარეო საქმეთა ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელს იენგ ძიეჩის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობას და ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. 
ბლინკენმა მათთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა დიპლომატიით წინ გაუძღვეს აშშ-ს ინტერესებს და გააძლიეროს კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. 
"კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის ალტერნატივა არის ის, რომ ძლიერი ადგენდეს წესებს და გამარჯვებულს ხვდებოდეს ყველაფერი, ეს მეტად ძალადობით სავსე და არასტაბილური მსოფლიო იქნება ყველა ჩვენგანისთვის". - თქვა მან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ჩინელ მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ისინი განიხილავენ აშშ-ს ღრმა შეშფოთებას სინძიანგში, ჰონგ-კონგში და ტაივანში ჩინეთის ქმედებებზე, ასევე აშშ-ზე კიბერ-თავდასხმასა და მათ მოკავშირეებზე ეკონომიკურ წნეხზე. 
"ყველა ეს ქმედება საფრთხეს უქმნის კანონზე დაფუძნებულ წესრიგს, რაც ინარჩუნებს საერთაშორისო სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ საშინაო საქმეები და ამიტომ ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ დღეს ეს საკითხები წამოვჭრათ". - აღნიშნა ბლინკენმა. 
მან ხელახლა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან იქნება კონკურენტული, სადაც ეს საჭირო იქნება კოლაბორაციული, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება და დაპირისპირებული, სადაც ამის აუცილებლობა იქნება. 
ბლინკენმა ჩინელ მაღალჩინონსებთან ასევე ახსენა წინა დღეებში აშშ-ს ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირეებთან, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში ვიზიტი და რომ ისინიც ძალიან დაინტერესებულები იყვნენ ამ შეხვედრით. ჯეიკ სალივანმა კი ალიანსებსა და პარტნიორებზე საუბრისას გაიხსენა ქუადის შეხვედრა, რომლებიც მზად არიან განახორციელონ "თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი" ოკეანეთის ხედვა. 
ბლინკენის სიტყვებს ჩინეთის ქმედებებზე აშშ-ს შეშფოთებაზე სალივანმა დაამატა, რომ მსგავსი შეშფოთების შესხებ მთელი მსოფლიოდან, საერთაშორისო საზოგადოებისგან ესმით. 
"ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი, მაგრამ მივესალმებით მკაცრ კონკურენციას და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენ პრინციპებს ჩვენი ხალხისა და ჩვენი მეგობრებისთვის". - თქვა ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივნამა. 
იენგ ძიეჩი სიტყვით გამოსვლისას, რაც 15 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან ირწმუნებოდა, რომ მათი ღირებულებები იგივეა, რაც კაცობრიობის ძირითადი ღირებულებები - "მშვიდობა, განვითარება, სამართლიანობა, სამართალი, თავისუფლება და დემოკრატია". 
კომუნისტური ჩინეთის დიპლომატმა თქვა, რომ ჩინეთი მისდევს საერთაშორისო წესრიგს საერთაშორისო სამართლის თანახმად და გაეროს საერთაშორისო სისტემას და არა "მცირე ქვეყნების მიერ ადვოკატირებულ ე.წ. "კანონზე დამყარებულ" საერთაშორისო წესრიგს. და აშშ-ს აქვს მისი სტილის, ხოლო ჩინეთს თავის სტილის დემოკრატია". 
იენგ ძიეჩიმ ასევე თქვა, რომ ომებს ამ მსოფლიოში "სხვები იწყებენ" და ჩინეთი კი "სხვა ქვეყნებს სთხოვს მშვიდობის გზას გაყვნენ". 
"ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მ შეიცვალოს თავისი იმიჯი და შეწყვიტოს დემოკრატიის გავრცელება დანარჩენ სამყაროში. აშშ-ში ბევრ ხალხს ნაკლებად სჯერა აშშ-ს დემოკრატიის და მათ სხვადასხვა ხედვა აქვთ აშშ-ს მთავრობაზე" - იენგი კი ამავდროულად ირწმუნება, რომ "გამოკითხვების თანახმად", ჩინეთში ჩინეთის მთავრობას დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. 
მან ასევ თქვა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა უნდა მიატოვოს "ცივი ომის დროინდელი მენტალიტეტი". 
იენგ ძიეჩიმ აშშ მისი თქმით, მისი დემოკრატიის პრობლემებისთვის გააკრიტიკა, ასევე გააკრიტიკა მისი საგარეო და სავაჭრო პოლიტიკა. 
"ის ბოროტად იყენებს ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების წარმოდგენებს ნორმალური სავაჭრო გაცვლების დაბრკოლებისთვის და ზოგიერთ ქვეყანას აქეზებს თავს დაესხას ჩინეთს" - დასძინა მან.
იაპონიაზე და სამხრეთ კორეაზე ბლინკენს მიუგო, რომ ეს ქვეყნები ჩინეთის მეორე და მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან, ASEAN-ი კი - უმსხვილესი. სინძინაგზე, ტიბეტზე, ტაივანზე კი თქვა, რომ ის ჩინეთის განუყოფელი ნაწილი არის და ეწინააღმდეგება აშშ- ს მიერ "ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას" და ასეთ ქმედებას "მკაცრ პასუხს გასცემენ".
კომუნისტური ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების სასტიკად დარღვევაზე კი მან აშშ-ს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკას ამას "გააუმჯობესებს". 
მან არც კიბერ-თავდასხმაზეც თქვა რამე და პირიქით ამაშიც აშშ დაადანაშაულა - "აშშ ამ თვალსაზრისით ჩემპიონია". 
იენგმა ასევე განაცხადა, რომ "მხოლოდ აშშ არ წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრს და არც დასავლური სამყარო". 
იენგის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, აღნიშნა, რომ ჩინეთი არ მიიღებს აშშ-ს მხრიდან "დაუსაბუთებელ ბრალდებებს".
მან ასევე გააკრიტიკა ერთი დღით ადრე აშშ-ს მიერ ჩინეთისთვის სანქციების დაწესება. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-მ ჩინელ და ჰონგ-კონგელ მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები დაუწესა ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრისთვის.
ენტონი ბლინკენმა და ჯეიკ სალივანმა ჩინეთის მაღალჩინოსნები უპასუხოდ არ დატოვეს. 
ბლინკენმა თქვა, რომ მთელი მსოფლიოდან ის ასობით კოლეგას ელაპარაკა - "და უნდა გითხრათ, რომ რაც მე მესმის არის ძალიან განსხვავებული იმისგან, რასაც თქვენ აღწერთ. მე ვიგებ, რომ ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რომ ამერიკა დაბრუნდა და ჩვენ ხელახლა ჩართულები ვართ ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. მე ასევე მესმის დიდი შეშფოთება იმ ქმედებებზე, რასაც თქვენი მთავრობა ჩადის".
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში მათი ჩართულობა ალიანსებით და პარტნიორებით აგებულია სრულიად ნებაყოფლობითობაზე. ბლინკენმა ასევე თქვა, რომ აშშ აღიარებს, რომ ის სრულყოფილი არაა და შეცდომებს უშვებს .
"თუმცა, ისტორიის განმავლობაში ჩვენ სულ ვეწინააღმდეგებოდით ამ გამოწვევებს ღიად, საჯაროდ, გამჭვირვალედ, არ უგულვებელვყობდით მათ და თავს არ ვიტყუებდით, რომ ისინი არ არსებობდა." - მან აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე აშშ აქიდან უფრო ძლიერი, უკეთესი და გაერთიანებული გამოდიოდა. 
ბლინკენმა გაიხსენა მისი და ჯო ბაიდენის ვიზიტი ჩინეთში, როდესაც ბაიდენმა თქვა "'არასდროსაა კარგი, რომ ფსონი ამერიკის წინააღმდეგ დადო' და ეს დღესაც მართალია".
იენგმა და ვანგმაც კრიტიკით უპასუხეს მათ. იენგი დაიმუქრა, რომ თუ ვინმეს ჩინელი ხალხის ჩახშობა ან დაჩაგვრა სურს, მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს. მან ასევე თქვა, რომ აშშ-ს არ აქვს და არც 20-30 წლის წინ ჰონდა იმის კვალიფიკაცია, რომ ჩინეთთან "სიძლიერის პოზიციიდან" ელაპარაკა.
მხარეები შეხვედრის სტატუსზეც ვერ თანხმდებიან, მაშინ როდესაც ჩინეთი შეხვედრას "სტრატეგიულ დიალოგს" უწოდებს, აშშ ამას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ერთჯერადი სესიაა. 
"ჩვენ სესია გამოვიყენეთ, რათა გამოგვეკვეთა ჩვენი ინტერესები და პრიორიტეტები და იგივე მოვისმინეთ ჩინელი კოლეგებისგან" თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY