29/02/201 434 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - თუ ოპოზიცია ან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები რაიმე საბაბის ძებნას არ დაიწყებენ, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია რაიმე საბაბის ძებნას არ დაიწყებს, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე მმართველი გუნდისგან საინტერესო და ორიგინალური იდეები გაჟღერდა.
“საინტერესო შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო არის საარჩევნო სისტემის საკითხი, რაზეც დიდხანს ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენ გავაჟღერეთ ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები, საარჩევნო მოდელთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს იდეები ქმნის იმის საფუძველს,რომ ჩამოყალიბდეს იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში, რაციონალური და სამართლიანი დოზით. ეს არის ზოგადი ინფორმაცია, რომელიც შემიძლია, მოგაწოდოთ. შეთანხმებული ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ. ეს უზრუნველყოფს პლურალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს საქართველოს პარლამენტში, იქნება ჩამოყალიბებული რაციონალური დოზით საპარლამენტო უმრავლესობა, ამ ყველაფრის გარანტიებს შეიცავს ის იდეები, რომლებიც ჩვენ გავაჟღერეთ დღევანდელ შეხვედრაზე. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იქნეს მიღწეული შეთანხმება შესაბამის მოდელთან დაკავშირებით, თუ ოპოზიცია ან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები არ დაიწყებენ რაიმე საბაბის ძებნას, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული”, - განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,