14/03/211 010 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

არჩილ თალაკვაძე: „სამართლიანი პრინციპების მიღმა, მმართველი გუნდი არ აპირებს რაიმე შეთანხებას მიაღწიოს“

„მითითება იმაზე, რომ კომპრომისები უნდა გაკეთდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტვ „იმედის“ ეთერში ოპოზიციასთან მმართველი გუნდის მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლობის მედიაციის მნიშვნელობაზე საუბრისას. თალაკვაძის თქმით, კომპრომისი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ხელისუფლებას მოსთხოვო ნაბიჯების გადადგმა.
„ოპოზიციამაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯები, მით უმეტეს, როდესაც ეს არჩევნები ეუთო/ოდირმაც, რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც, საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღიარეს, როგორც ლეგიტიმური არჩევნები. მათ გაიმეორეს საბოლოო დასკვნებში, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, რომელიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე აპელირება იმაზე, რომ თითქოს ეს არჩევნები არალეგიტიმურია და, მოდით, ახლა, რასაც ჩვენ ვიტყვით, ის უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ, ეს ოპოზიციის მხრიდან არ არის სწორი მიდგომა“, -აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ, რომლის თქმითაც, სამართლიანი პრინციპების მიღმა, მმართველი გუნდი არ აპირებს, რაიმე შეთანხებას მიაღწიოს.
„იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, ჩვენმა ორმა მილიონმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. როცა მოქალაქეებმა ხმა მისცეს, როდესაც დამკვირვებლებმა გააკეთეს დასკვნები უკვე ჩატარებულ არჩევნებზე, ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ საზოგადოების ნაცვლად ან დამკვირვებლების ნაცვლად კონკრეტული მოლაპარაკებების დროს, ეს რაიმეში გავცვალოთ?! წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენ მომავალზე ვმსჯელობთ დღეს და მომავალზე გვაქვს მოლაპარაკებები, მომავალზე გვაქვს დისკუსია,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, რომელიც 13 მარტს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 14 მარტს, დილის 9 საათიდან განახლდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY