13/03/21918 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ტრეფიკინგი, ძალადობა და სიცოცხლის მოსპობა - რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების გამო ერთი პირი დააკავეს

ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, რუსეთის ფედერაციის მოაქალაქის მიმართ გამოვლენილი ტრეფიკინგის ფაქტისა და სისტემატური ფიზიკური ძალადობის გამო, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 
განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ჯ.ნ.-მ, 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია და  საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა. 
"მიუხედავად დაპირებისა, ჯ.ნ.-მ მასთან სამუშაოდ მისულ ა.ფ.-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე  ფიზიკურად ძალადობდა მასზე.   
2021 წლის 10 თებერვალს ჯ.ნ.-მ კვლავ ფიზიკურად იძალადა ა.ფ.-ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ ჯ.ნ.-ს უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა,  აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ფ. 10 მარტს გარდაიცვალა", - აღნიშნულია განცხადებაში. 
ჯ.ნ. 11 მარტს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ  მას ბრალდება 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც  დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)  წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA