ტელევიზიაში აპირებთ შემოჭრას? ომი გინდათ? არ შემოგიშვებთ! - ინგა გრიგოლია
ტვ პირველის წამყვანი ინგა გრიგოლია ეხმიანება მოსამართლის განჩინებას, რომლითაც პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მიეცა. გრიგოლიას თქმით, ტელევიზიაში პროკურატურის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ.
“ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის “რუსთავი ორი”? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ! მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი”,– წერს გრიგოლია Facebook–ზე.
ტელევიზიის დირექტორი პროკურატურას მოუწოდებს, არ გაბედონ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა.