10/03/211 135 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - - გულდასაწყვეტია, რაც მოვისმინე ხელისუფლების მხრიდან - ეს არის „გაპრავება“ გირგვლიანის, გელაშვილის და სხვა ტრაგედიების

მე ბერასთან არ მაქვს პრეტენზია - გულდასაწყვეტია, გამოხმაურებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ „ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით“ - დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის “გაპრავება” გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ბერა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, სადაც მან ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, სჯობდა ბერა ივანიშვილს კომენტარი არ გაეკეთებინა, რადგან ის ემოციებით საუბრობდა.
„სამწუხაროა, ჯობდა რომ კომენტარი არ გაეკეთებინა იმიტომ, რომ ის საუბრობდა ემოციებით და ვინც ურჩია, რომ ასეთი ემოციებით ესაუბრა, კი ბატონო, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ემოციები მისაღები იყოს და ვიღაცისთვის მიუღებელი, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრივ რისკებზე, ის არგუმენტაცია, რაც იყო მოყვანილი, ამ სახელმწიფოებრივი გაგებით რბილად, რომ ვთქვათ არ არის მისაღები. გულდასაწყვეტია, მე რაც მოვისმინე გამოხმაურებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით - დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის „გაპრავება“ გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის. იმიტომ, რომ შენ როდესაც მიდიხარ ასეთ გარჩევაზე იქ კი ბატონო, შეიძლება მშვიდობიანად დამთავრდეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ცუდად დამთავრდეს. არც გირგვლიანის მოკვლა არ უნდოდათ, ჭკუის სწავლება უნდოდათ და შემოაკვდათ, ბოდიში რომ მოეხადა გირგვლიანს და თავი წაეხარა ისიც ცოცხალი იქნებოდა დღეს. ანუ რა ლოგიკას ავითარებენ?! რა მიმართულებით მიჰყავთ ქვეყანა?! ის ხელისუფლებაც ამ ლოგიკით იყო, რომ - „შეაგინებდა აბა რა უნდა ექნა, გელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა სააკაშვილის მეუღლეს და აბა რა უნდა ექნა“, იგივე ლოგიკაში გვსვამენ? გირგვლიანი იყო ჩვენი ბრძოლის დროშაზე აწეული, რომ ეს იყო კატეგორიულად მიუღებელი და თურმე ამ ლოგიკას გვიბრუნებენ ჩვენს სინამდვილეში?! მე ბერასთან არ მაქვს ამ შემთხვევაში პრეტენზია, მე პრეტენზია მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბერას შეუქმნეს ასეთი გარემო და ჩაჰყვირიან ყურში - „ბერა აბა რა, ყველაფერი მოსულა ბერა, აბა რა“. სამწუხაროა ეს ყველაფერი მეტი არაფერი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA