09/03/21559 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ზარქუა - დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე და მონტაჟზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პროკურატურამ „უკანონო მოსმენებზე, ჩანაწერების უკანონო გავრცელებაზე და მონტაჟზე გამოძიება უნდა დაიწყოს“. როგორც ზარქუა აღნიშნავს, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.
„ის რაც ხდება, ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან როგორც ირკვევა 2010-2011 წლებია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან ჰქონდა სახელმწიფოს საქმე. არ გამორიცხოთ, რომ ამ ფორმით, შანტაჟით, ჩაშვებით, უკანონო მოსმენებით და ფაბრიკაციებით, ხვალ-ზეგ ვიღაცას, წინა რეჟიმის წარმომადგენელს თქვენ არ მოეწონებით, თქვენც იგივე ჩანაწერებს გაგიკეთებენ, დაგიმონტაჟებენ და მოგიწევთ თავის მართლება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრაზე, მონტაჟზე“, - განაცხადა ზარქუამ.
შეკითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ჩანაწერების შინაარსზე, ზარქუამ განაცხადა, რომ შინაარსის დამონტაჟება შესაძლებელია.
„ახლა ისეთ შინაარსს დაგიმონტაჟებ, რომ ვერ გაასწრო აქედან. როგორც ირკვევა, თუ 2010-2011 წლებში, როცა არის ეს ჩანაწერილი და თუ ეს შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, სად იყო მაშინდელი ხელისუფლება? შეგახსენებთ, სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 2013 წლამდე. ეს არის ფაბრიკაცია, ეს არის დამონტაჟებული“, - განაცხადა ზარქუამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA