08/03/211 433 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კახიშვილი - თუ გავრცელებული ჩანაწერი 2010 წლის არის, რატომ არ გამოიძია იმ დროინდელმა ხელისუფლებამ

პარლამენტის დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებელია, გამოძიება ჩატარდეს.
კახა კახიშვილის განცხადებით, გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს და დადგინდეს ყველა დეტალი, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური, როდის არის მოპოვებული და ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
„გამოძიებამ უნდა დაადგინოს - ავთენტური არის თუ არა ჩანაწერი, როდის შედგა საუბარი და შესაბამისად, როდისაა მოპოვებული, მონტაჟის კვალი ხომ არ არის; თუ ავთენტურობა დადასტურდება, უნდა გაირკვეს, ფიგურანტების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთ მოქმედებას, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება“, - აცხადებს დეპუტატი.
ამასთან, კახიშვილის თქმით, არის განცხადებები, მათ შორის სოციალურ ქსელშიც დაიწერა, რომ ჩანაწერები 2010-2011 წლებს უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ ჩაატარა თავის დროზე გამოძიება მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ამას დღეს ოპოზიციის რიგებიდან მოითხოვს.
„ასეთ შემთხვევაში, ისმის კითხვა, თუ ჩანაწერი 2010 ან 2011 წელს არის გაკეთებული და დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო, დღეს აქვს სურვილი, ჩატარდეს გამოძიება, გაუგებარია, თავად რატომ არ ჩაატარა გამოძიება, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში? მაშინ რატომ არ დაადგინეს რეალურად, რა იყო იმ ვითარებაში? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება გამოხმაურება თუ სტატუსი, გამოძიებით უნდა იყოს დადგენილი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ