ტრეფიკინგის შესაძლო მცდელობა - დედა ამბობს, რომ 13 წლის ბავშვის თურქეთში გადაყვანა უნდოდათ
ტრეფიკინგის შესაძლო მცდელობა - მოზარდის დედ ამბობს, რომ 13 წლის არასრულწლოვანი თბილისიდან 19 წლის გოგომ მოტყუებით ბათუმში ჩაიყვანა, შემდეგ კი თურქეთში გადაყვანას ცდილობდა.
დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით, 13 წლის გოგოს დაბადების მოწმობა დახიეს და მოზარდისთვის დაბადების თარიღი შეეცვალას აპირებდნენ
დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით, 13 წლის გოგოს დაბადების მოწმობა დახიეს და მოზარდისთვის დაბადების თარიღი შეეცვალას აპირებდნენ
"დაელოდა ჩემს ჩაძინებას, ბავშვი ფანჯრიდან გადააპარა, დილი 5-დან 6-მდე პერიოდში. 7-ის ნახევარზე მეუღლე მაღვიძებს და მეუბნება, რომ ბავშვი არ არის სახლში და მივმართე პოლიციას. დიდი საფუძველი და ეჭვები მაქვს იმისა, რომ ეს არის ტრეფიკინგი, რადგან იქიდან უკავშირდებოდა პიროვნება ამ გოგონას და ეუბნებოდა, რომ ბავშვის გადაყვანის პრობლემა საზღვარზე არ იყო და ამზადებდნენ ბავშვს გადასაყვანად. ეს ყველაფერი პოლიციას და ჩემს გამომძიებელს ვთხოვე, რომ მიიყვანეთ ბოლომდე და დღესაც დავუკავშირდი, ასე მეუბნებიან ბავშვი, ხომ სახლში გყავს მეტი რა გინდა. ხელწერილის საფუძველზე გუშინ ის გოგო დედამისს გააყოლეს სახლში. ძალოვან უწყებებზე ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს", - ამბობს მოზარდის დედაოჯახი ამბობს, რომ სავარაუდო გამტაცებელი მარტო არ მოქმედებდა და მას რამდენიმე თანამზრახველი ჰყავდა.
"ერთერთი იყო თავისი საქმრო, საქმოს ეძახდა, მას ელაპარაკებოდა, რომ უნდა გადავსულიყავით, თავიდან გვინდოდა თურქეთში გადავსულიყავით, ვერ ვაგვარებ საქმესო ეს ბიჭი ეუბნებოდა, შემდეგ უთხრა, რომ შევძლებდი ყალბი პირადობით და პასპორტით თურქეთში გადასვლას. არ მჯეროდა. ყალბი პასპორტებით, როგორ უნდა გადავიდეთ თქო. მაგრამ, ისე მქონდ გონება არეული, რომ ბოლოს მეთქი თუ გადავალთ კარგი გადავიდეთ", - თქვა არასრულწლოვანმა.პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. თუმცა არასრულწლოვნის ოჯახი სამართადამცველების გადაწყვეტილებებს აპროტეტესტებს და აცხადებს, რომ სავარაუდო გამტაცებელი პოლიციას ხელწერილის საფუძველზე არ უნდა გაეთავისუფლებინა.