06/03/211 027 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგა ბოკერია ფარულ ჩანაწერებზე - ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი

ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი და ეს სწორედ ის შემთხვევაა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული გადაცემის ანონსის შესახებ განაცხადა, რომელიც ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხება. ბოკერიას შეფასებით, ზოგადად საზიანოა ნებისმიერ სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის. თუმცა, ამასთანავე, მან უტიფროფა უწოდა იმ პოლიტიკური ძალის მიერ გამოთქმულ აღშოთებას, რომელმაც, „მთლიანად პოლიტიკური კამპანია მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნებაზე ააწყო“.
„პირადად მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სოზარ სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება, ის მოითხოვს და მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისგან და სხვებისგან. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ სასამართლოს აქვს უფლება ამის გამოქვეყნების აკრძალვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები ძალიან მკაფიოს ხდის, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამო აკრძალვა მისი გამოყენების სრულიად დაუშვებელია და არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და არანაირი საფუძველი არ არსებობს ამისთვის. მაგრამ, ამაზე უფრო მთავარიც კი არის უტიფრობა იმ პოლიტიკური გუნდის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ააწყო და არც ერთი პოლიტიკური ციკლი არ გამოუტოვებია, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერები ან ვითომ უკრაინის ვებ-გვერდებზე თუ სოციალურ მედიაში განთავსებული ჩანაწერები გამოეყენებინა პოლიტიკური კამპანიისთვის, სისხლის სამართლის გამოძიებებს იწყებდნენ ამისთვის, ბრალი აქვთ წაყენებული ხალხისთვის. ამ ხალხმა ასეთ სიბინძურეზე ააწყო თავისი კამპანია და ახლა არიან აღშფოთრბულები ამით? ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი და ეს სწორედ ის შემთხვევაა,“- განაცხადა ბოკერიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY