06/03/211 054 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - თუ ჩანაწერები ავთენტურია, რასაც „ტვ პირველზე“ მოვისმენთ, მაშინ სუსი-დან ერთმანეთი ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს, აბა, ბერა ივანიშვილს ოპოზიცია ხომ ვერ მოუსმენდა?!

თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, რასაც „ტვ პირველზე“ საღამოს მოვისმენთ, მაშინ სუსი-დან თავისივე თანაგუნდელებმა ერთმანეთი ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს. აბა, ახლა, ბერა ივანიშვილს ოპოზიცია ხომ ვერ მოუსმენდა?!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული გადაცემის ანონსის შესახებ. მის თქმით, ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა.
"გადაცემა დღეს საღამოს არის, მოდით, დეტალურად მოვისმინოთ. რა თქმა უნდა, შინაარსი შემაძწუნებელი და შოკისმომგვრელია, მაგრამ ისევე, როგორც სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ ყველაფერი უნდა დაადგინოს, ჩანაწერის ავთენტურობა. ამ შემთხვევაში, რადგან საქართველოში ნდობა არაფერს აქვს, უნდა გაკეთდეს საერთაშორისო ექსპერტიზა, იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულები. თუ ეს ეს ფაქტი დადასტურდა უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მე, როგორც ვუყურებ, აქ, ძალიან სერიოზულ შინაარსზეა საუბარი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მის თქმით, ფარული ჩანაწერების გამოყენების პრაქტიკა სამწუხაროა.
"ამას „ქართული ოცნება“ ხომ ყოველთვის აკეთებს. Youtube-ში შედით, სადაც ჩემი ჩანაწერი დევს, გიორგი ვაშაძე აკრიფეთ. ყველაზე მეტი ნახვა აქვს ჩემს ვითომ ე.წ ჩანაწერს, რომელიც გამოაქვეყნეს.Youtube-ში ჰაერიდან კი არ ატვირთეს. სპეცსამსახურები ამას აკეთებენ, ეტყობა, რომ ჩემი ჩანაწერი ხმის სინქრონიზატორითაა გაკეთებული. ამან დიდი სკანდალი ვერ გამოიწვია, თან შინაარსიც განსაკუთრებული არ იყო“, - განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, როდესაც ჩანაწერები არსებობს, მას სჭირდება გამოძიება იმის დასადგენად, თუ საიდან არის და ვინ ჩაიწერა.
"მაგრამ თუ დასტურდება შინაარსის დანაშაულის შემადგენელობა, ამ შინაარსაზე საქმე უნდა აღიძრს. სამწუხაროდ, ყველა ჩანაწერის წყარო არის სუს-ი, მეტი არავის აქვს ამ ქვეყანაში ჩაწერის შესაძლებლობა. სხვა წყარო ამის ვერ იქნება. თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, რასაც „ტვ პირველზე“ მოვისმენთ, მაშინ სუსი-დან თავისივე თანაგუნდელებმა ერთმანეთი ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს. აბა, ახლა, ბერა ივანიშვილს ოპოზიცია ხომ ვერ მოუსმენდა?“ - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY