06/03/21884 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ეუთო/ოდირი - ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება

საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო, საერთო ჯამში, დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, თუმცა ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის შეუსაბამო გამოყენება მოჰყვა, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის შედეგად მიღებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მიერ მანამდე გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის კამპანიის წარმოებასთან, არჩევნების ადმინისტრირებასთან, კამპანიის დაფინანსებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, ასევე ყველა დონეზე შედეგების ხელახლა დათვლისა და ანულირების შესახებ ნორმატიულ ხარვეზთან დაკავშირებით.
„მართალია, ბევრი დაინტერესებული მხარე მიესალმა ცვლილებებს, თუმცა გამოითქვა შეშფოთება საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კამპანიისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო დღის პროცედურების მიმართულებით კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით იმართებოდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი ვადები დააკმაყოფილა და ზოგადად ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა სხდომებს, რომლებიც ღია იყო აკრედიტებული საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა ცესკო-ს მიერ ღია სესიებზე, რაც კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა ზღუდავდა გამჭვირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახა საარჩვენო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია.
„ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია. პირადი მონაცემების გადასამოწმებლად და შესწორებების შეტანის მოთხოვნისთვის ამომრჩევლებს სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდათ. არჩევნების პირველ ტურში, საბოლოო საარჩევნო სიაში 3 526 023 ამომრჩეველი იყო და ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა უმრავლესობას მნიშვნელოვანი შეშფოთება არ გამოუთქვამს მისი სიზუსტის შესახებ. ხმის მიცემის ადგილის დროებით გარატანის შესახებ ოდირის რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარტიისა და კანდიდატის რეგისტრაცია ზოგადად ინკლუზიური იყო, ცესკო-მ დაარეგისტრირა 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი, რამაც ამომრჩევლები ფართო არჩევანის შესაძლებლობით უზრუნველყო.
აქვე ნათქვამია, რომ შეკრებების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს ზოგადად ჰქონდათ შესაძლებლობა, კამპანია ეწარმოებინათ თავისუფლად და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.
„თუმცა პარტიის მხარდამჭერებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ ცნობები ფართოდ ვრცელდებოდა. მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც ეუთო-ს ვალდებულებებს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
აქტიური მედია და ონლაინ კამპანია ჩატარდა, მრავალმა კანდიდატმა გამოიყენა Facebook-ი ამომრჩევლებთან დასაკავშირებლად, თუმცა არსებით საკითხებზე მცირე დისკუსია გაიმართა. ამასთან, ოდირის შეზღუდულმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის ასპექტები უპირატესობას აძლევს უფრო ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტად პატარა და ახალი პარტიების საზიანოდ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი კამპანიის დაფინანსების საკითხზეც საუბრობს.
„ბოლო შესწორებებით გათვალისწინებულ იყო კამპანიის დაფინანსების შესახებ ზოგიერთი წინა რეკომენდაცია, თუმცა დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობას არ ჰქონდა საკმარისი ნდობა კამპანიის დაფინანსების ანგარიშების სანდოობასთან დაკავშირებით და ოდირის შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიამ გამოავლინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები რეალურ და ანგარიშში ასახულ ხარჯებს შორის. ამავე დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და შესაძლებლობები კამპანიის დაფინანსების ერთიანობის ეფექტიან ზედამხედველობასთან დაკავშირებით შეზღუდული რჩება. პარტიებისა და კამპანიების სახელმწიფო დაფინანსების ზოგადი სისტემა, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება, რაც არაპროპორციულად ხელსაყრელია რამდენიმე პარტიისთვის, ასევე შემოწირულობებისა და ხარჯების მაღალი ზღვარი, ხელს უწყობდა არათანაბარ საარჩევნო კონკურენციას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,