ყაჩაღობა ოზურგეთის ცენტრში - ნიღბიანმა პირმა დანის მუქარით სუპერმარკეტიდან 1000 ლარამდე თანხა წაიღო
ცოტა ხნის წინ, ოზურგეთის ცენტრში სუპერმარკეტი "მოდერნი" დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, სუპერმარკეტში ნიღბიანი პირი შეიჭრა და დანის მუქარით, მოლარე-ოპერატორისგან 1000 ლარამდე თანხა წაიღო.
მსგავსი შემთხვევა აღნიშნულ მაღაზიაში ერთი წლის წინაც მოხდა. დამნაშავემ სუპერმარკეტიდან თანხის წაღება მაშინაც მოახერხა, თუმცა, სამართალდამცავებმა ის ოთხ დღეში დააკავეს.
ამ წუთებში, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა.