05/03/211 260 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - თუ ოპოზიცია ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც მოახერხებს და ეს ნაბიჯი სახელმწიფოებრივი იქნება, შეთანხმებას შევძლებთ

თუ ოპოზიცია ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც მოახერხებს და ეს ნაბიჯი რაციონალური, სახელმწიფოებრივი იქნება, ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას მოვახერხებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი არამხოლოდ რიგგარეშე არჩევნებს, არამედ პლებისციტის ჩატარებასაც არ განიხილავს.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადა, მართალია, ეს ვადა არ არის დათქმული, მაგრამ არის პირობითი ვადა იმისთვის, რომ მხარეებმა შეთანხმება მოახერხონ. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მთელი რიგი გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, საგამოძიებო კომისია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი იმ შემთხვევაში თუ 1%-იან გადახრას ვინმე მაინც იპოვნის. არ არის პატარა ჩამონათვალი. არცერთი ნაბიჯი, მიუხედავად მათი განცხადებებისა, ჩვენ ოპოზიციისგან არ გვინახავს. ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით, რომ გარკვეულ საკითხზე ისინი ჩამოყალიბდებიან, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. ამ შემთხევაში, თუ ისინი ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც მაოხერხებენ და ეს ნაბიჯი რაციონალური, სახელმწიფოებრივიც იქნება, ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას მოვახერხებთ.
პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით თავად ოპოზიციაში არის განხეთქილება. მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს, ვინმე აქედან ეხვეწებოდეს. წარმოუდგენელი ამბავია, ეს ადამიანები რაღაც ვირტუალურ კამათში შევიდნენ ერთმანეთთან და არა ჩვენთან. წარმოუდგენელია პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი უნდა იყოს თუ არა. არ შეიძლება „პლებისციტის ჩატარებაზე ჩავატაროთ პლებისციტი“ ანუ არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა, არანაირი რაციონალიზმი ამაში არ დევს. ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი, ოდნავ მაინც რომ იყოს შეხებაში რეალობასთან და ოდნავ მაინც პრაგმატული იყოს. როგორც რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, ერთადერთი შემთხვევისა და დათქმის გარეშე 1%-იან ცდომილების აღმოჩენასთან დაკავშირებით, ისე არ განიხილება პლებისციტიც“,- განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA