05/03/211 019 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სოზარ სუბარი - თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ პლებისციტი კარგია, რატომ ექცევიან ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანის გავლენის ქვეშ?

ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, ვინც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში. თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ რაღაც შედეგზე იქნება ორიენტირებული. მისივე თქმით, შემდეგი რაუნდები იმიტომ არ გამართულა, რომ შედეგს ვერც თვითონ და ვერც ფასილიტატორები ვერ ხედავენ.
„ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ ყველაფერი იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოში. როდესაც ადამიანი ხმას აძლევს რომელიმე პარტიას, მან სახელმწიფოს ნგრევა კი არ უნდა დაიწყოს, უნდა შევიდეს პარლამენტში და იქ ილაპარაკოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამას არ აკეთებს. რაუნდებს მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ რაღაც შედეგზე იქნება ორიენტირებული. დიდი ხანია არ გამართულა არანაირი შეხვედრა იმიტომ, რომ შედეგს ვერ ხედავენ ვერც ფასილიტატორები და ვერც ჩვენ ვხედავთ შესაძლო შედეგს. თუ მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში.
თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს. გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამის შესწავლის ყველანაირი ბერკეტი არსებობს. თუ ოპოზიციას ეჭვი ეპარება, ერთად ვთხოვოთ ევროკავშირს, გამოავლინოს თავისი ექსპერტები, რომლებიც დაჯდებიან კომისიაში და ნახავენ, გაყალბდა თუ არა არჩევნები. თუ იტყვიან, რომ ვითარება შეცვლილია და გაყალბების კვალის დადგენა შეუძლებელია, ამასაც იტყვიან და ესეც პასუხი იქნება, თუმცა ამაზეც არ მოდის ოპოზიცია, ყველაზე კარგად მათ იციან, რომ არ გაყალბებულა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მან პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. სოზარ სუბარის აზრით, გაუგებარია, რატომ ექცევიან ოპოზიციონერები მაინცდამაინც „იმ გავლენის ქვეშ, რას იტყვის სააკაშვილი“.
„პლებისციტის იდეა ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო, ოპოზიცია რატომ არ ითხოვს და რატომ ვერ ყალიბდებიან, რა უნდათ არ ვიცი. მათი მოთხოვნები მუდმივად იცვლება, თუ მართლა არის ვიღაც, ვისაც მიაჩნია, რომ პლებისციტი კარგია, რატომ არ რჩებიან ამ აზრზე ბოლომდე და რატომ ექცევიან მაინცდამაინც იმ გავლენის ქვეშ, რას იტყვის სააკაშვილი, ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA