მიხეილ სააკაშვილი - პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება, ივანიშვილი თავს გვახვევს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ა;რავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს პლებისციტის მოდელს. როგორც სააკაშვილი ამბობს, პლებისციტით ივანიშვილი ცდილობს დრო მოიგოს, რათა მოისყიდოს და დააშინოს ადამიანები.
"ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშილი. მას უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ არის და სადაც, დახარჯავს ძალიან ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს პლებისციტი და აუცილებლად წააგებს პლებისციტს, მერე ექნება რამდენიმე თვე იმისათვის, რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და რაც მთავარია, ქვეყნიდან გაყაროს ათეულობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს და ჩვენ არ გავქვს არც ერთი დღე. ძალიან მძიმე სიტუაციაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მან საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროცესში მათ ჩართულობას მიესალმება.