04/03/211 033 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - ემოციები და ულტიმატუმი გვერდზე უნდა გადავდოთ, სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას

ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმი უნდა გადავდოთ გვერდზე, სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საპარლამენტო პროცესებში ოპოზიციის მონაწილეობა ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა სიტუაციის დეესკალაციისთვის.
„ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ჯერ კიდევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში (სხვათა შორის, გუშინ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით შეხვედრაში, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს, მათ შორის ქართველმა მონაწილეებმა ოპოზიციიდან, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა) ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას. მონაწილეობაზე უარის თქმა დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. როდესაც პარლამენტში შემოსვლაზე და ჩართვაზეა საუბარი, რამდენიმე ზედაპირული კომენტარი მოვისმინეთ, თითქოს, პარლამენტში ოპოზიციის ჩართვა და პოლიტიკის დაბრუნება საპარლამენტო სივრცეში, აღარ არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ასეთი კომენტარებიც კი მოვისმინე.
მინდა პირდაპირ ვუთხრა ჩვენ საზოგადოებას. მოლაპარაკებების დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ ორი მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო პროცესში. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობას. მონაწილეობა ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია.
ვეხმაურებით მოთხოვნას, სადაც ოპოზიცია ამბობს, რომ მათ სურთ საგამოძიებო კომისიაში თანაბარი პასუხისმგებლობების აღება. დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი შეთავაზებაც, რომ ორი თანათავმჯდომარის პირობებში მომხდარიყო ამ საგამოძიებო კომისიის ოპერირება, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვებოდნენ პროცესს. ვფიქრობ, დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმი უნდა გადავდოთ გვერდზე, სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას“,-აცხადებს თალაკვაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York