04/03/21958 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კუთხეში არიან მიმწყვდეული, საბაბს ეძებენ, მაგრამ არ მივცემთ - ოპოზიცია ხელისუფლებაზე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიცია და მოქალაქეები იკრიბებიან და ემზადებიან ავტომსვლელობისთვის, რომელიც რუსთავში, მე-12 ციხესთან დასრულდება. აქცია ენმ-ის დაპატიმრებული ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად ტარდება. დღეს, ოპოზიციის თავდაპირველი გეგმით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტი იყო დაანონსებული, მაგრამ ოპოზიციამ ის მსვლელობით ჩაანაცვლა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან სიტუაციის განსამუხტად, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ოპოზიციის საქციელის შედეგია.
"პრინციპული განცხადებები ამასთან დაკავშირებით გაკეთებული გვაქვს, ვნახავთ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, რა დათმობებზე წამოვა და ეს გაგვიხსნის გზას, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ ფორმას მიიღებს აქციები, როგორ გაგრძელდება", - ამბობს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ლაშა დამენია. 
ლეიბორისტი გიორგი გუგავა კი ამბობს, რომ ხელისუფლება კუთხეშია მიმწყვდეული და საბაბს ეძებს, მაგრამ ოპოზიცია არ მისცემს ამის საშუალებას. სწორედ ამიტომ, გუგავას თქმით, ოპოზიციამ ისეთი აქციების ფორმატი შეარჩია, სადაც საერთოდ არ იქნება კონტქაქტი პოლიციასთან.
"ახლა საბაბს ეძებენ, რომ ჩაშალონ ეს შეხვედრები, კუთხეში არიან მომწყვდეული. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა შეირჩეს აქციების ისეთი ფორმატი, სადაც შეხებაც კი არ იქნება პოლიციასთან", - თქვა მან. 
შეგახსენებთ, ოპოზიციამ დაანონსებული აქციების ფორმატი და დრო შეცვალა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამონაწილეობით შედგენილი ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York