04/03/21763 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 678 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 678 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 222 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 133 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 872-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.25 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.25%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 081-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 553 პირი ემსხვერპლა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA