03/03/211 362 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

პავილიონისი: დროა, კრიზისში აშშ ჩაერთოს, რათა თავისუფლებაზე შეტევა შეჩერდეს

"მე კითხვა მაქვს ჩემ მეგობრებთან ვაშინგტონში. გუშინ ვნახე, რომ ახალი ადმინისტრაცია ევროკავშირის გზას გაჰყვა ნავალნის გამო სანქციების დაწესებაზე. ალბათ, ახლა ნამდვილად დროა, რომ ვაშინგტონი საქართველოში დაბრუნდეს და სულ მცირე, მხარი დაუჭიროს ჩვენი ევროპელი ლიდერების, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევას, რადგან სამწუხაროდ, მთავრობა რეალურად არ ეთანხმება ამ პუნქტებს. ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერმინისტრის გუშინდელი განცხადებები. და თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ყველა მხარე მაგიდას მოუსხდეს, დროა, ვაშინგტონმა გაიღვიძოს, იყოს ძლიერი, იქნებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩამოვიდეს ან დაუკრეკოს ბალტიელ კოლეგებს, რომლებიც მზად არიან გააგრძელონ შუამავლობის ძალისხმევა, რადგან ჩვენ ორი კვირა დაგვრჩა. თუ საქართველოს პრემიერმინისტრი 14 და 15 მარტს ასოციაციის საბჭოზე  ჩამოვა ბრიუსელში და არაფერს იტყვის, არ დაეთანხმება იმ პუნქტებს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დასვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს დაკარგვას ვიწყებთ და არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ასე რომ, დროა ამერიკელებმა შემოაბიჯონ, დაეხმარონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ჩვენ ძალისხმევას, რათა შეჩერდეს თავისუფლებაზე ეს შეტევა. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზეც ნათლად გაუსვა ხაზი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება. მე მგონია, რომ [საქართველოს მთავრობა] მოისმენს იმას, რასაც ვაშინგტონი იტყვის, ისინი ძალიან ფრთხილები იყვნენ ამაზე. დროა, ვაშინგტონმა ამ კრიზისში შემოაბიჯოს და მხარეები მაგიდასთან დასვას." - ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამჯერად Atlantic Council-ის ონლაინ ვებინარზე სიტყვით გამოვიდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York