"ვიყავი საქართველოში და კიდევ წავალ"- აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდნეტის ყოფილი თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ბენურ კვირაია, აფხაზეთში მის წინააღმდეგ გამართულ აქციებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით 19 თებერვალს თბილისში იმყოფებოდა, სადაც რუსეთიდან ჩამოსულ მეგობარს და ბიზნეს პარნიტორს შეხვდა.
ბენურ კვირაიამ ინტრევიუში ვიზიტის მიზეზად აფხაზეთში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა დაასახელა.
ბენურ კვირაიამ ინტრევიუში ვიზიტის მიზეზად აფხაზეთში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა დაასახელა.
"საქართველოში პრეზიდენტის თხოვნით არ წავსულვარ. 18 თებერვალს მასთან შეხვედრაზე ვიყავი და საქართველოში წასვლაზე უარი მითხრა. 19-ში გათავისუფლებაზე განცხადება დავწერე. ვიყავი საქართველოში და კიდევ წავალ. ეს ჩემი პირადი ვიზიტია, რომელიც აფხაზეთში მეტი ინვესტიციის მოზიდვას ემსახურება. აფხაზეთში პორტის, ასევე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მინდა, რათა აქ ადამიანებმა კარგად იცხოვრონ. როდემდე უნდა ვიყოთ იმის იმედზე, რომ რუსეთი რაღაც რაოდენობის თანხას გამოგვიყოფს. ბლოკირებული ვართ ყველა მხრიდან. საქართველოში წასვლა იმიტომ დავაჩქარე, რომ რუსეთიდან ჩემი მეგობარი და მისი ბიზნეს-პარტნიორი იყვნენ ჩამოსულები. ვიზიტის მიზანი თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ინვესტიციების მოზიდვა იყო", - თქვა ბენურ კვირაიამ.შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპირებულ სოხუმში ადგილობრივმა მოსახლოებამ და არასამთვაორბო ორგანიზაცია "აფხაზთა სახალკო კრებამ“ აქცია გამრთა. აქციის ორგანიზატორები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზინდეტს და მის გუნდს საქართველოს ხელისუფლებასთან ეკონომიკურ საკითხებზე ფარულ მოლაპარაკებებში ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ ბჟანია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.