02/03/21687 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

მდინარაძე - რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ვადამდელ არჩევნებს, თუ ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება და არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ 1%-იან გადაცდომას დაამტკიცებენ.
ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკება დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 
"არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი საკითხების, რაც ისედაც იდო მაგიდაზე, უბრალოდ, დაემატა რამდენიმე საკითხი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მყარი პოზიცია ყველა საკითხზე. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, რომ თითქოს, იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე საუბარი არ არის. არის მხოლოდ იმ შემთხვევაში და ეს ჩვენი პოზიციაა, რომელზეც მყარად ვდგავართ და მომავალშიც ასე იქნება, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ერთადერთი პირობის გარდა თუ ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას იპოვიან ოცნების სასარგებლოდ", - განაცხადა მდინარაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread