01/03/211 155 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კურტ ვოლკერი - ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო

ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო - ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე, - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და ნატო-ში ყოფილმა წარმომადგენლმა კურტ ვოლკერმა „ინტერპესნიუსს“ განუცხადა.
მან ისაუბრა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამწვავა.
„ვფიქრობ, რომ რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ისაა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები კარგად ვერ მუშაობს - ოპოზიცია პარლამენტში არაა, მთავრობამ ოპოზიციის ლიდერი დააკავა. ვფიქრობ, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ. ამიტომ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ უნდა ითანამშრომლოს, რომ წინსვლა შესაძლებელი გახდეს - ეს საქართველოში კრიტიკული პერიოდია და ორივე მხარემ უნდა იფიქროს მთლიანად ქვეყნის ინტერესებზე, უფრო მეტადაც, ვიდრე საკუთარზე.
ჩემი აზრით, შეცდომა იყო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება, რადგან ამან კიდევ უფრო გაამწვავა პოლარიზაცია. მხოლოდ იმის გამო, რომ შეგიძლია, ვინმე დააპატიმრო, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე. ვფიქრობ, რომ უკვე პოლარიზებული გარემო ამან კიდევ უფრო გააღრმავა. წინსვლის გზაა, თუ მხარეები თავად მოილაპარაკებენ პაკეტზე, გამოსავალზე, სადაც ყველას ცოტ-ცოტა მოუწევს კომპრომისზე წასვლა“, - აღნიშნა ვოლკერმა.
მისი თქმით, შესაძლოა, მსგავსი პაკეტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავდეს.
„წარმომიდგენია, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს მელიას შეწყალებას, შეთანხმებას არჩევნების ახალ თარიღზე გარკვეულ მომენტში, (არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ვადამდელი არჩევნების ჩატარება); შეიძლება, მოიცავდეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას - ეს თავად პარტიებმა უნდა მოიფიქრონ, როგორი პაკეტი იქნება სამართლიანი. გარდა ამისა, ჩემი აზრით, არჩევნებში მომხდარი დარღვევების გამოძიება მნიშვნელოვანია და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია და მთავრობა ამის შესასწავლად ერთად იმუშავებს ერთობლივ კომისიაში და განსაზღვრავს, რამდენად ჰქონდა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ვოლკერმა.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რას ფიქრობს შესაძლო სანქციების, თუნდაც ე.წ. ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე, კურტ ვოლკერმა უპასუხა, რომ არ ჰგონია, საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებების განხორციელება სურდეს ვინმეს.
„არ ვფიქრობ, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებას აპირებს, ეს გასაკვირი იქნებოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის, ხალხს ჰქონდეს რწმენა, რომ საქართველო წარმატებულია, როგორც დემოკრატია. შესაბამისად, როდესაც საქართველოს მისწრაფებებზე ფიქრობთ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ნატო-ში გაწევრიანებისკენ, იმისკენ, რომ მას ძლიერი, სტაბილური საზოგადოება ჰყავდეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ქვეყანა სუსტდება. ვფიქრობ, ეს არის ის ზიანი, რაც მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას მოაქვს, რაც ქვეყანას და მის შესაძლებლობებსა და გარე ურთიერთობებს ასუსტებს.
ასე რომ, არა მგონია, ვინმეს სურდეს, საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მიიღოს. ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ საქართველო თავის დემოკრატიას უბრუნდება და წარმატებული იქნება. ეს თავად მხარეებზეა დამოკიდებული და არა მგონია, ამას სანქციების დაწესებამ მიაღწიოს - ამის მიღწევა მხოლოდ საქართველოს ხალხს შეუძლია“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY